primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • თავდაცვა
  • 15.03.2016
  • 11:53
 ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა იმართება. ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბის უფროსმა, ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ გახსნეს. მრავალეროვნული ღონისძიება ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩამოსულია 30 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ხუთი გენერალი. დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტის წინ და, ასევე, იმ ვითარების გამო, რაც დღეს არის მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა პროდუქტიული იქნება. გაიცვლება აზრები, შემუშავდება ახალი წინადადებები და ეს ყველაფერი საქართველოს წაადგება, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, ასევე, ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კონფერენციის მონაწილე მხარეები არსებული სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმების და მათი გაუმჯობესების საჭიროებებისა და პერსპექტივების შესახებ სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. თითოეული ქვეყნის დელეგაცია ნატოს წარმომადგენელთა ჯგუფებთან ინდივიდუალურად განიხილავს თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„პარტნიორობა ნატოს მთავარი სავიზიტო ბარათია. ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი, სწორედ, პარტნიორობაა. დღევანდელ კონფერენციაში ნატოს ყველა დონე თანაბრადაა წარმოდგენილი. პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრას ოპერაციული და წვრთნების დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კონფერენციაში 30 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა აქ ყოფნა. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ევროპელი პარტნიორია. საქართველომ შარშან შემოგვთავაზა კონფერენციის თბილისში ჩატარება, რაზეც, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი მიიღო. ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო საქართველოს როლი და გაღებული მსხვერპლი ავღანეთში, ნატოს სამხედრო მისიაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს“, - განაცხადა ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ.

ყოველწლიურ შეხვედრაში ნატოს შტაბ-ბინის, ტრანსფორმაციისა და ოპერაციების გაერთიანებული სარდლობების, მათდამი დაქვემდებარებული სხვადასხვა ცენტრებისა, სარდლობების და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების („პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა“ -PfP, „ხმელთაშუა ზღვის დიალოგი“ -MD, „სტამბოლის თანამშრომლობის ინიციატივა“ -ICI და „გლობალური პარტნიორები“ –PatG) წევრი 30-მდე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსული ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები თავდაცვის მინისტრს შეხვდებიან და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დაათვალიერებენ. სტუმრები, ვიზიტის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ეწვევიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge