png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - 24 იანვარს სხვადასხვა ქალაქში მარში გაიმართება

  • საზოგადოება
  • 23.01.2025
  • 15:18
 "თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - 24 იანვარს სხვადასხვა ქალაქში მარში გაიმართება

24 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება საპროტესტო მარში ლოზუნგით "თავისუფლება სინდისის პატიმრებს". ინფორმაცია დაგეგმილი მარშის შესახებ ვრცელდება ჯგუფში "დაიტოვე".

მარშის ორგანიზატორების განცხადებით, "მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები".

"მარში - თავისუფლება სინდისის პატიმრებს! 53 სინდისის პატიმარი ივანიშვილის ციხეშია. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ამიერიდან, ყოველ პარასკევს, მათდამი სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით მოვაწყობთ მარშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. პირველი მარში 24 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება.

მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები და ივანიშვილის და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას. შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!

თბილისი

1. მარჯანიშვილის მოედანი;

2. ავლაბრის მოედანი;

3. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო.

ბათუმი შეკრების ადგილი:

მემედ აბაშიძის 48 (ბათუმელების ოფისი).

ზუგდიდი შეკრების ადგილი:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ.

ქუთაისი (ლოკაცია დაზუსტდება)", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge