png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

  • ბიზნესი
  • 20.02.2025
  • 19:38
„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსი“ ჰოლდინგმა კატეგორიაში „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ გაიმარჯვა.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში წელს მეშვიდედ გაიმართა. ჯილდო განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან ერთად, თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტაში“ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების პარალელურად, მივყვეთ ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და დავნერგოთ ისინი ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. „თეგეტასა“ და „ვოლვოს“ მულტიფუნქციური კომპლექსი სწორედ თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვასა და, შესაბამისად, მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგად ის სრულად ეპასუხება გარემოსდაცვით გამოწვევებს და აერთიანებს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ელექტრიფიკაცია, ენეგოეფექტურობა და სამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობა. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ეს არის მორიგი აღიარება და დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“.

„თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, 1 ჰექტარამდე ტერიტორიაზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრებს აერთიანებს. მულტიფუნქციურ კომპლექსში დამონტაჟებულია 762 ერთეული მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურსეფექტიანი პროდუქცია. ობიექტზე დანერგილია სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ თანმიმდევრული, კომპლექსური და თვალსაჩინო მიდგომა გვაქვს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ამ წლების განმავლობაში. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ვფიქრობ, ნათლად ცხადყოფს ჩვენს ძალისხმევას. ჯილდო თვითმიზანი არ არის, თუმცა არის დასტური, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის აღიარება კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი ინოვაციური ხედვა“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში აქტიურად მოიხმარს განახლებად ენერგიას. საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr,. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge