png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

  • ბიზნესი
  • 24.02.2025
  • 18:36
„თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმი მიმდინარე წელს განახლდა, რაც მათ წარმატებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მემორანდუმი სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას წარმატების ხერხემალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.

დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაახლონ აქტიური თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზებისა და, ზოგადად, პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობას.

მარიამ ხანი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში: „ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა „თეგეტა ჰოლდინგთან“, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“.

UNFPA-სთან თანამშრომლობით, „თეგეტაში“ დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.

განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ გააგრძელებს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ და ტრენინგები მოიცავს რეგიონებსაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, სადაც თეგეტას ფილიალებია განთავსებული. UNFPA -სთან ერთად, გაგრძელდება ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკაზე მუშაობაც და მოერგება ბიზნესის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას შრომის ბაზარზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე, როგორც რეკრუტინგის პროცესისა და ახალი სამუშაო ძალის მოზიდვის, ისე არსებული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარებას.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge