png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება

  • საზოგადოება
  • 12.03.2025
  • 17:42
Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება

Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს გამოფენების სერიის ფარგლებში უმასპინძლებს. Bentley Exhibitions მთელი წლის მანძილზე  სხვადასხვა ქართველ არტისტს წარადგენს. აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში დამთვალიერებლები აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეხმიანება.

პირველ გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, ახალგაზრდა ხელოვანის, მაკო ლომაძის შემოქმედება გამოიფინება და ვიზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო.

გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილებას გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება.

პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.  Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა, რომელსაც "Point Nemo" ეწოდება, ბუნებისა და ხელოვნების შერწყმაა. გამოფენაზე სტუმრები ორ სერიას იხილავენ, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის თემატიკას მოიცავს. მაკო ლომაძე იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი შემოქმედებითი პროცესი საწყისს იღებს შინაგანი რეფლექსიიდან, ნამუშევრები კი მდიდარია სიმბოლიზმითა და საინტერესო ნარატივებით. 

თითოეული ხელოვანის შემოქმედება, რომლებსაც Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ვიხილავთ, კონცეპტუალურად ბრენდის ხედვასთან არის დაკავშირებული. Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რომლებიც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს უკავშირდება.

ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში 2024 წელს გაიხსნა. შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერია იქნება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management და TBC Concept.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi  ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge