primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მწვანე დღეები „თეგეტა მოტორსში“

  • საზოგადოება
  • 14.03.2025
  • 18:35
„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მწვანე დღეები „თეგეტა მოტორსში“

„თეგეტა მოტორსი“ ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს უერთდება და 18 მარტს გარემოსდაცვით კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“ იწყებს. მწვანე დღეების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივანი #129) 18-22 მარტს, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე, 23 მარტს კი 09:30-16:00 საათამდე, ჩააბარონ მეორადი საავტომობილო პროდუქტები (აკუმულატორები, საბურავები, ზეთი) და კომპანიისგან სპეციალური შეთავაზებები და სიმბოლური საჩუქრები მიიღონ.

გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტი დახვდებათ. შეგროვებული  მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებასაც კომპანია უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესპროცესის განუყოფელი ნაწილია. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს და არ დააბინძუროს ის. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობასა და გავლენებს და მუდმივ რეჟიმში გაგვაქვს ნარჩენები, გადავამუშავებთ მათ და ახალ სიცოცხლეს ვძენთ. ეს ნამდვილად მიუთითებს კომპანიის მაღალ ორგანიზაციულ კულტურაზე და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს CSR მიდგომებს ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. კამპანიის - „არ გადაყარო, ჩააბარე!“- წამოწყებით მოქალაქეებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, გახდნენ მწვანე ინიციატივის მონაწილეები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში.   პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, რათა თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს რეალური საფრთხე, რომელიც შეიძლება გარემოს დაბინძურებას მოჰყვეს“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. ნარჩენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინიციირებული კამპანიაც ამ პარტნიორობის ნაწილია.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტი“ ყოველთვის  უჭერს მხარს  გარემოსდაცვით ინიციატივებს. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება.

 ამჯერად „თეგეტა მოტორსის“ ინიციატივით, მწვანე დღეების ფარგლებში თბილისში გაიხსნება ჩვენი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ. იმედი გვაქვს, მალე რეგიონებშიც შევძლებთ აღნიშნული ინიციატივის გავრცელებას და სხვებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდით გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართვას“.

კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 18-დან 23 მარტის ჩათვლით „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს ან/და საბურავებს, ზეთებს, კომპანიისგან მიიღებენ:

  • 25%-იან ქეშბექს მწვანე სტენდის პროდუქტებზე თეგეტას ბარათზე - „ბრიჯსტოუნის“, „მოტულის“, „მობილის“ „პეტრონასის“და „ვარტას“ სრულ ასორტიმენტზე

  • „გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც კამპანიის „არ მოატყუო ზამთარი“ ბანერების გადამუშავებით დამზადდა

  • ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 500-500-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება

მწვანე დღეების ფარგლებში ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებენ. მათ შორის არის  VARTA, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც - მისი ბატარეები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც ნაკლები ბატარეის მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. VARTA-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.

           

Petronas - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

Bridgestone - მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს.  Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. ისინი ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge