primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია

  • ბიზნესი
  • 21.03.2025
  • 18:49
„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია
  • „თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა

თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მონაწილე თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრები „თეგეტას“ ესტუმრნენ. ისინი ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. დელეგატები „თეგეტას“ სათავო ოფისს ეწვივნენ და აქვე გაეცნენ Lamborghini-ს შოურუმის მშენებლობის მიმდინარეობას. დაათვალიერეს თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი BENTLEY-ს შოურუმი, ასევე Destination Porsche კონცეფციით შექმნილი „პორშე ცენტრი თბილისიც“.

თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვეს „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესსაქმიანობაზე და სერვისის, შოურუმისა და სასაწყობე სივრცეების თანამედროვე კონცეფციებს გაეცნენ.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა“ წლებია მნიშვნელოვან სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი ხშირ შემთხვევაში სტუმრებისთვის ძალიან ნოვატორული და გამორჩეულია. ასე მოხდა თურქეთის ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების სტუმრობის შემთხვევაშიც, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩვენი მიმართულებები გავაცანით და ვისაუბრეთ იმ მულტიპროფილურ სივრცეებზე, რომლებსაც თეგეტა აერთიანებს“.

თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ „თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში. ამიერკავკასიის რეგიონში პირველად აღნიშნული ფილიალი სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს, ასევე ავტობუსებს ერთ სივრცეში მოემსახურება. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიიღებს. დელეგაციის წევრები ფილიალის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედებულ და მშენებლობის პროცესში მყოფ სივრცეებსაც გაეცნენ.

სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის დელეგაცია თბილისს ეწვია, 17-19 მარტს გაიმართა. მასში „თეგეტას“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge