png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

  • ბიზნესი
  • 25.03.2025
  • 11:36
„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე  20 წუთშია შესაძლებელი.

სწრაფი სერვისების დანერგვის გადაწყვეტილება „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ მიიღო. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნავს, ხარისხიან სერვისს ახლა უკვე უმოკლეს დროში სთავაზობს.

ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და  უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. გვესმის, რომ დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შევეცადეთ, საავტომობილო ინდუსტრიისთვის  შეგვეთავაზებინა განსაკუთრებული სიახლე, რომელიც ჩვენს მომხმარებელს სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეუმცირებდა. ზეთის, საბურავისა და აკუმულატორის შეცვლის დრო 20 წუთამდე დავიყვანეთ. გვჯერა, რომ  სწრაფი სერვისების ამოქმედებით მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას კიდევ უფრო გავუიოლებთ.

კიდევ ერთი ბენეფიტი, რომელსაც მომხმარებელი სწრაფი სერვისებით სარგებლობისას მიიღებს, ეს არის მომსახურების გახანგრძლივებული ვადები. გვესმის, რომ ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე რთულია, დღის განმავლობაში ავტომობილზე ზრუნვისთვის დრო გამონახო. მივიღეთ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მომსახურების მიღება სამუშაო საათების შემდეგაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“.

სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44. 

პროცედურა მარტივია: „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს  ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს.

„თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას - 18:00 საათამდე.

სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე - 5%, სილვერზე - 7%, გოლდზე - 15%, პლატინაზე - 17%.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge