primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასცა

  • საზოგადოება
  • 26.03.2025
  • 14:19
Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასცა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ასინიზაციის ავტომობილი და ერთი თვითმცლელი სომხურ მხარეს ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში გადაეცა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) დაფინანსებით ჩატარდა.

სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები Tegeta Commercial Vehicles-მა 2021 წელს დაიწყო, რასაც წარმატება მალევე მოჰყვა. მოგვიანებით კი კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ორი ერთეული სპეციალური სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გულისხმობდა.

ირაკლი საჯაია, Tegeta Commercial Vehicles-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო ტენდერში Tegeta Commercial Vehicles-ის მორიგი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით სრულად  დაგვეკმაყოფილებინა ტენდერის მოთხოვნები ავტომობილების სპეციფიკაციითაც და მიწოდების ვადებითაც. ამასთანავე,  მნიშვნელოვანია გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ერევანში უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ავტომობილებს ადგილზე მოვემსახურებით. სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სარეგლამენტო, ისე ყველა სხვა სახის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს“.

აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისევე როგორც სომხეთის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის, რომელმაც ავტომანქანების შეძენა რაზდანში ახლად აშენებული ნაგავსაყრელისთვის გადაწყვიტა. Renault Trucks-ის პრემიუმ სატვირთო ავტომობილები და სერვისი მათი სამუშაოს შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულების გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სეგმენტისთვის განკუთვნილი Renault Trucks C, D და K სერიები გამოირჩევა საიმედოობით, საწვავის 10%-მდე ეკონომიით და  სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.

--

Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.

2022 წლიდან კი Tegeta Commercial Vehicles კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგულ კომპანია RENAULT TRUCKS-ს, რომელიც უკვე 129 წელია, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. კომპანია მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს.

Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში წარმოდგენილია თურქული საავტომობილო კომპანია TEMSA-ს პროდუქციაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაში. კომპანია ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის,  MITSUBISHI FUSO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა და ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომანქანებს სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge