png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი - მაკა ჩიკვილაძე

  • საზოგადოება
  • 31.03.2025
  • 09:00
ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი - მაკა ჩიკვილაძე

ყველა კამათი, რაც ჩვენს შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს, გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი. ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.

საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები--მტრული.

ჩვენს საუკუნეში კი, ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის, თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად-- ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი...

ჩემგან, ადამიანები, კითხვებით, ზოგჯერ შეუკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს ...ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს, მიზეზთა გამო...

ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე-- ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!

ყველა კამათი, რაც ჩვენს შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა, თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ... საბოლოოდ კი, ამ ყველაფერმა, შესაძლოა წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე.

ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?

ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:

სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა, მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში, თანამემამულეები, მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე, გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.

ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!

ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ

ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!

ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა, სპეციალურმა ორგანომ--ჰააგის ტრიბუნალმა!

მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე.

ვემსახურები საქართველოს!“ - წერს მაკა ჩიკვილაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge