primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრადიციულად უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 02.04.2025
  • 12:37
ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრადიციულად უმასპინძლა

სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“  და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში უმასპინძლა და პროფესიული დღე მიულოცა.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ექიმების საყვარელი ბრენდია არა მხოლოდ  საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დამოკიდებულებას კი საერთო ღირებულებები ამყარებს. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია, ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებით და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი.

გადავწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია ექიმების საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შარშანდლის მსგავსად წელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში ვუმასპინძლეთ. მივულოცეთ პროფესიული დღე და მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია ახალ ავტომობილებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ექიმების განსაკუთრებული ინტერესი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მათ გავაცანით ახალი XC90, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით“.

ახალი Volvo XC90 დამუხტვადი ჰიბრიდი  ვოლვოს ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია, რომელშიც ჩაშენებულია უსაფრთხოების არაერთი სისტემა მაგალითად, რადარისა და წინა კამერის საშუალებით ახალ XC90 შეუძლია აღმოაჩინოს გადახვედით თუ არა შემხვედრ ზოლში და შეჯახების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს საწყის ზოლში დაბრუნება. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აამოქმედოს დამუხრუჭების სისტემაც.

შოურუმში მისულმა ექიმებმა  ტესტდრაივზე ასევე გამოსცადა ისეთი მოთხოვნადი მოდელებიც, როგორებიცაა სრულად ელექტრო Volvo EX30 და დამუხტვადი ჰიბრიდი Volvo XC60.

100 წელია, რაც ვოლვო უსაფრთხოების მიმართულებით ნოვატორია. შვედური ბრენდი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს უბედური შემთხვევების რისკი. სპეციალური მკვლევართა გუნდი  ევროპის მასშტაბით, ვოლვოს ავტომობილის საგზაო შემთხვევის დაფიქსირებისას ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და მიღებული ინფორმაციის შედეგად მუდმივად მუშაობს ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე.

„ვოლვო ქარსს“ არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია; და სხვა არაერთი ინოვაციური გამოგონება, რომელმაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge