primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში

  • ბიზნესი
  • 02.05.2025
  • 15:04
Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში

„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიცირებული მექანიკოსები თავად ეწვივნენ ქალაქს.

პორშეს პროფესიონალთა გუნდი სპეციალურად ბათუმისთვის შეირჩა და ადგილზე შესთავაზა პრემიუმ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს მაღალი სტანდარტის ტექნიკური მომსახურება, დროისა და კომფორტის მაქსიმალური შენარჩუნებით.

ბათუმი პირველია, სადაც Service Clinic-ის პროექტი განხორციელდა. ბოლო წლებში ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა პორშეს მფლობელების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე პორშეს ოფიციალური სერვისცენტრი არ ფუნქციონირებს. სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება „პორშე ცენტრი თბილისმა“, მომსახურება მომხმარებელთან ადგილზე მიეტანა. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პორშეს მყარ ღირებულებას — ყოველ მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და  ყოველ დეტალში სრულყოფილება.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Service Clinic“-ის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და ადგილზე მივიტანოთ ის სერვისები, რომელთა მიღებაც აქამდე მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში, ბათუმში გაემგზავრნენ ჩვენი სპეციალისტები სავალი ნაწილისა და ელექტროდიაგნოსტიკის მიმართულებით, რომლებმაც პორშეს ავტომობილებს ადგილზე გაუწიეს ყველა საჭირო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გერმანიაში, რაც ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ეს იყო Service Clinic-ის პირველი ვიზიტი ბათუმში და ვფიქრობ, ორივე დღე ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო, რასაც მომხმარებლის დადებითი უკუკავშირიც ადასტურებს“.

ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა Test Drive-ის ფორმატმა, სადაც წინასწარ რეგისტრირებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ პორშეს მართვით მიღებული განსაკუთრებული ემოციები და ავტომობილის შესაძლებლობები.

ორდღიანი ღონისძიება პორშეს ოთხი მოდელის Test Drive-ს მოიცავდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ პორშეს უახლესი მოდელები: Taycan, Macan BEV, Cayenne და Panamera. მომხმარებლები განსაკუთრებით ელექტრომობილებით, Taycan-ითა და Macan BEV-ით დაინტერესდნენ. Taycan-ი უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა, რაც შეეხება Macan-ს, ეს მოდელი რამდენიმე თვეა გამოჩნდა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ ღონისძიებამ 60-მდე სტუმარს უმასპინძლა. Service Clinic-ის პროექტი გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში, ივლისში გაიმართება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge