primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა

  • საზოგადოება
  • 16.05.2025
  • 15:42
„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა

ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ქოლგა“, წელს უკვე 24-ედ გაიმართა. 5-დღიანი ღონისძიება საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ფოტოხელოვანების გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა.

ფოტოკვირეულის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მესამე წელია, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულის  პარტნიორი „ვოლვო ქარ საქართველოა“.

 

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოხელოვანების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“, გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ყოველწლიურად ავლენს საკუთარ რჩეულს და სპეციალურ პრიზს გადასცემს მას. ჩვენ ვცდილობთ, არჩეული ფოტო იდეურად ახლოს იყოს ბრენდის ღირებულებებთან. წელს ჩვენი რჩეული სანდრო დარახველიძე გახდა.

კონკურსის მხარდაჭერის პარალელურად, წელს გამოფენაზე წარმოდგენილი ვიყავით ძალიან საინტერესო ინტერაქციული ინსტალაციით, რომელიც ადამიანის სილუეტს იმეორებდა. მნიშვნელოვანია ის ტექსტიც, რომელიც ამ ინსტალაციას ქმნიდა და წარმოაჩენდა „ვოლვოს“ უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს, მის ინდივიდუალიზმსა და ხელოვნების კავშირს ინოვაციებთან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი საკულტო P1800, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფების იმ კადრების ნახვაც შეეძლოთ, რომლებიც „ვოლვოს“ სხვადასხვა ავტომობილს ასახავს“.

ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ წელს 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა 900-ამდე ფოტოპროექტი წარადგინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდნენ სპეციალური პრიზების გამარჯვებულები. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნაიჯელ დიკინსონი დიდი ბრიტანეთიდან, თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი გერმანიიდან, რიჩარდ ბრამი და ვინს ჩიანი აშშ-იდან. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ნებისმიერი თანადგომა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. თუმცა წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან ფესტივალი მთლიანად კერძო კომპანიების დაფინანსებით ჩატარდა. მათი მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ვიზუალური და შინაარსობრივი კუთხითაც ამდიდრებს ჩვენს ღონისძიებებს. წელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიერ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ვიზუალურმა არტმა მნახველებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ვოლვოს რეტრო მანქანის გამოჩენა სხვადასხვა თაობის ადამიანებში“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. კვირეულის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი არტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმის შეთავაზება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge