png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

  • ბიზნესი
  • 23.05.2025
  • 17:00
„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.  

,,თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“,  რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები (www.tegetabusiness.ge; TegetaBusiness@tegetamotors.ge;  226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში.

30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.

ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“. 

ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები.

Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს –ავტოპარკის ფლობის  ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.

რატომ Tegeta for Business?

  • ოპერაციული ეფექტიანობა და დანახარჯების შემცირება;
  • თქვენი ავტოპარკის დიგიტალიზაცია და რეალურ დროში მონიტორინგი;
  • სანდო პარტნიორი 30-წლიანი გამოცდილებითა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით;
  • მაღალი ხარისხის ბრენდები და სტანდარტიზებული სერვისები;
  • საუკეთესო ფასები ბაზარზე.

„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“  გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის  გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად  გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge