primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • საზოგადოება
  • 29.05.2025
  • 13:40
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების  ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: „ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა“, „ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა“ და „საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში“. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და საკმაოდ ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნიკური სპეციალობებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.

ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“.

სტუდენტები გაეცნობიან, რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რა პროექტები შეუძლიათ დაამუშაონ მწვანე მიმართულებით, რათა ხელი შეუწყონ ცირკულარულ ეკონომიკას, მათ შორის მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას, მაგალითად, საბურავების გრანულებიდან ან ელექტროპროდუქტებიდან სხვადასხვა ტიპის პროდუქტის მიღებას. გაიგებენ, როგორ და რატომ უნდა გადამუშავდეს აკუმულატორები, რატომ არ უნდა მოხვდეს ეს მასალა გარემოში და სხვა.

თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი: „ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ გამოწვევის გადაჭრაზე კი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რეგულირება, გადამუშავება და აღდგენა - ის საკითხებია, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახალგაზრდა ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. თანამშრომლობის მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ „თეგეტა გრინ პლანეტში“, უშუალოდ ჰქონდეთ შეხება ნარჩენების მართვის პრობლემასთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიაში გაეცნონ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე გზებს“.

ხელშეკრულება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ითვალისწინებს თანამშრომლობას.

-----

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge