primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის

  • ბიზნესი
  • 06.06.2025
  • 17:33
Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის

28 მაისს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს  უმასპინძლა. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, უნიკალური გამოცდილება მიეღო და ავტომობილზე ზრუნვის განსხვავებულ ასპექტებს გასცნობოდა. behind the scene - ეს არის გლობალური კონცეფცია, რომელშიც ევროპის ქვეყნები ყოველწლიურად ერთვებიან. გამონაკლისი არც საქართველოა. 

„პორშე ცენტრი თბილისის“ ბრენდის შოურუმსა და სერვისში ავტომობილის მფლობელებს უკვე ტრადიციულად საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ ყველაზე საინტერესო პროცესში, რომელიც ხშირად „სცენის მიღმა“ რჩება.  ღონისძიების ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ ყველა იმ ღირებულებას, რასაც მათ „პორშეს“ სერვისი სთავაზობს. „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსებმა მომხმარებელს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ავტომობილის მფლობელებს, უფრო მეტი შეიტყონ ბრენდის შესახებ და გაძლიერდეს კავშირი.

ვაკო ციცქიშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „behind the scene-ის მიზანია, „პორშეს“ მფლობელებს უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ, რა ხდება სერვისში მაშინ, როცა ისინი ავტომობილებს  გვანდობენ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უხილავია მომხმარებლისთვის. გარდა იმისა, რომ „პორშეს“ მფლობელებს ვაჩვენეთ და გავაცანით ჩვენი სერვისი, მათ  დამატებით შევთავაზეთ, ჩართულიყვნენ საკუთარი ავტომობილის მოვლის პროცესში.

 „პორშეს“ მფლობელებმა უკეთ გაიცნეს ჩვენი სერვისი, რომელიც სრულად  საერთაშორისო სტანდარტებითაა შექმნილი, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.

გარდა ამისა, გვინდა, რომ  მომხმარებლებმა  გაიცნონ ჩვენი მექანიკოსებიც, რომლებიც ყოველწლიურად გადიან გადამზადებას, აბარებენ გამოცდებს და  სერტიფიცირებული არიან „პორშეს“ მიერ.  რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივები უფრო მეტად ამყარებს ნდობას ბრენდისა და „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ“.  

„პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სერტიფიკატებს ფლობენ. სწორედ მათი მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს იმას, რომ კომპანია  რეგიონში „პორშეს“ სერვისის ჰაბად ჩამოყალიბდა. „პორშე ცენტრი თბილისში“ საერთაშორისო ტრენინგებს გადიან მექანიკოსები აღმოსავლეთ ევროპიდან.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge