primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება

  • საზოგადოება
  • 17.06.2025
  • 16:28
გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება

გამოჩნდი!“ - ამ გზავნილით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამერიკაში პირველი მოტოციკლეტების მწარმოებელი ბრენდი „Indian Motorcycle“ საქართველოში ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მისი მიზანი იმ ადამიანების „გამოჩენაა“, რომლებსაც მოტოციკლეტების სამყაროში გადმოსვლა და იმ განცდების გაზიარება სურთ, რასაც ინდივიდუალიზმი, თავგადასავალი და თავისუფლება ჰქვია.

გამოჩნდი! - კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც მოტოციკლისტებზეა, მათი ცხოვრების სტილსა და ფილოსოფიაზე, მათ საყვარელ ადგილებსა და თავგადასავლებზე.

„ინდიანის“ მოტოციკლეტებს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია - „ავტო გალერი“ წარმოადგენს. უძველესი ამერიკული მოტომწარმოებლის შესახებ ვიდეორგოლი „ავტო გალერის“ მარკეტინგის გუნდმა კრეატიულ სააგენტო Quick-თან და  ADHD production-თან ერთად გადაიღო.

ლუკა ლეკვეიშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ზაფხული, თბილი სეზონი მოტოციკლისტების საყვარელი დროა. სწორედ ახლა იწყება გრძელ გზებზე ხანგრძლივი მოგზაურობა. ამიტომ „ინდიანის“ მარკეტინგული კამპანიაც სწორედ ახლა დავიწყეთ. ვიდეორგოლის იდეის დამუშავებისა და შექმნის პროცესში დიდი გუნდი იყო ჩართული. მუშაობის ყველა ეტაპი საინტერესო აღმოჩნდა. სანამ ვიდეორგოლის  სცენარი დაიწერებოდა, დაახლოებით 20-მდე  მოტოციკლისტს გავესაუბრეთ, დეტალურად გამოვკითხეთ მათი ცხოვრების სტილის შესახებ. სწორედ შეგროვებული  საინტერესო ინფორმაცია დაგვეხმარა ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში. ვიდეოს მთავარი გზავნილია - „გამოჩნდი“! ამ ერთსიტყვიანი, მარტივი გზავნილით აუდიტორიისთვის გვინდოდა გვეთქვა: გელოდებით, გამოჩნდი, შენი ადგილი აქაა.

გვსურდა, ვიდეოს თითოეულ კადრს მნახველში გაეღვიძებინა ის გრძნობა და სენტიმენტები, რაც მოტოციკლეტის ფლობას, მოტოციკლისტების გაერთიანებაში ყოფნას, ურთიერთობებს უკავშირდება. მოხარულები ვართ, რომ რგოლს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ავსახეთ ამერიკული კულტურის დეტალები, რადგან „ინდიანი“ პირველი ამერიკული მოტომწარმოებელი ბრენდია“.

„Indian Motorcycle“ ამერიკაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბრენდია, რომელიც მოტოციკლეტებს 1901 წლიდან აწარმოებს. ამერიკული პრემიუმ კლასის მოტოციკლეტები საქართველოში „ავტო გალერიმ“ 2024 წელს შემოიყვანა. კომპანიის შოურუმში „ინდიანი“, ძირითადად, Cruiser-ის კატეგორიის მოტოციკლებითაა წარმოდგენილი. მთავარი გზავნილით - „გამოჩნდი“ კომპანიამ გადაწყვიტა, ფართო საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნოს ბრენდი, რომელსაც მოტოციკლისტები და, ზოგადად, მოტოს მოყვარულები ისედაც კარგად იცნობენ.

გოჩა ვანაძე, Quick-ის კრეატიული დირექტორი: „მოტომოყვარულთა, ანუ ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულთა, საზოგადოება საქართველოში ჩაკეტილ წრედ აღიქმება. ვიდეორგოლით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში მოტომოყვარულები ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, აქვთ მრავალფეროვანი მისწრაფება. ამ მრავალფეროვნებაში კი ყველამ შეიძლება იპოვოს საკუთარი ადგილი. ეს სივრცე ყველასთვისაა, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ან უბრალოდ ახალ გამოცდილებას ეძებს. 

„გამოჩნდიც“ ნიშნავს, რომ შენთვის ამ სივრცეში ადგილი თავისუფალია. რაც შეეხება „ინდიანს“, ის მოტომოყვარულების საყვარელი ბრენდია. თუ გიყვარს მოტო, გიყვარს შორ მანძილზე მოგზაურობა და აუცილებლად გიყვარს „ინდიანიც“.

გიორგი შაკაია, ADHD production-ის რეჟისორი: „ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა. მეც მოტოთი დავდივარ, შესაბამისად, ჩემთვის არ იყო რთული, მოტომოყვარულების თვალით შემეხედა შემოქმედებითი პროცესისთვის, მეჩვენებინა მათი ცხოვრების სტილი, სპეციფიკა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გადმოსხდნენ  მოტოციკლეტზე, გამეძლიერებინა მოტივაცია. „ინდიანი“ ძველი ამერიკული ბრენდია, რომელიც ერთდროულად ზედმიწევნით ტრადიციულიცაა და ძალიან ახალგაზრდულიც. ეს სინთეზი მას განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც მოტომოყვარული, ვამბობ, რომ, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებულია „ინდიანის“  დიზაინიც. როცა „ინდიანით“ მოგზაურობ, აუცილებლად ყურადღების ცენტრში ხარ“.

„ინდიანის“ საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფციას „ავტო გალერი“ ფოტოკონტენტით გააგრძელებს. საქართველოში ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული კამპანია ვიდეორგოლის ხასიათსა და ესთეტიკას ფოტოსესიაში, სავარაუდოდ, არ გაიმეორებს, თუმცა გზავნილი უცვლელი იქნება.

          „გამოჩნდი!“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge