png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“

  • ბიზნესი
  • 20.06.2025
  • 17:22
Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“

„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიულ კორპორაციულ მომხმარებლებს Prime მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში შექმნილი ახალი პროდუქტი გათვლილია იმ კორპორაციულ მომხმარებლებზე, რომლებიც მართავენ დიდ ავტოპარკს და მაქსიმალურად ეფექტური საოპერაციო მოდელი ესაჭიროებათ.  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ბიზნესს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„თეგეტას“ Prime მომსახურება პასუხობს კორპორაციული მომხმარებლების უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს: პროცესების კოორდინაცია, სერვისის სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიღება. პარტნიორ კომპანიას ენიშნება Prime მენეჯერი — ინდივიდუალური საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის უწყვეტ, გეგმურ და ეფექტიან მომსახურებას. ის უზრუნველყოფს როგორც სერვისის დაგეგმვასა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, ისე ხარჯებისა და დატვირთვის ანალიზს და დოკუმენტაციის მართვას, რაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტისას.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „Prime მომსახურება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტოპარკის მართვა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს — ზუსტად, ეფექტურად და პარტნიორულად. იმ კომპანიები, რომლებსაც თეგეტასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ფლობენ დიდ ავტოპარკს და აქვთ მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, ვთავაზობთ რეალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც თეგეტასგან იღებენ, არის ავტოპარკის ინდივიდუალურად შესწავლა და ამის შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ავტომობილის ცვეთასა და ოპერირებისთვის საჭირო სარეგლამენტო სერვისებზე.

Prime-ის მთავარი უპირატესობა პრევენციულ მიდგომაშია — მომხმარებელი აღარ ელოდება პრობლემას, მან  ზუსტად იცის, როდის უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს გეგმური სერვისი ან ტექნიკური შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მაქსიმალურად ზოგავს ავტომობილის სერვისზე მოცდენის დროს. ანალიტიკისა და რეპორტინგის საშუალებით კომპანია ზუსტად ხედავს თავის ხარჯებს და იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაგეგმოს ცვლილება კონკრეტულ ავტომობილთან დაკავშირებით“.

ახალი მომსახურებისთვის სპეციალურად შეირჩნენ Prime მენეჯერები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი კარგად იცნობენ როგორც სერვისის სტანდარტებს, ისე ავტომობილების აგებულებასა და პრემიუმ პროდუქტების სპეციფიკას. ისინი უზრუნველყოფენ თეგეტას სერვისცენტრებში პრიორიტეტულ რიგს Prime მომსახურების ფარგლებში, რათა მომხმარებლის ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლები დროით დაყოვნდეს შესაკეთებლად.

Prime სერვისი ასევე მოიცავს პროდუქტების ინდივიდუალური მარაგის შექმნას, მობილურ სერვისზე შეუზღუდავ წვდომას 24/7-ზე, სპეციალურ ფასებს, წვდომას შეზღუდულ შეთავაზებებზე და ხელსაყრელ პირობებს ახალი პროდუქტებისთვის.

Prime მომსახურების დანერგვას „თეგეტა“  გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალიდან იწყებს, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური სერვისჰაბია. ბიზნესპარტნიორებისთვის სერვისი ოფიციალურად 1 ივლისიდან ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი აღნიშნული მომსახურება ეტაპობრივად გავრცელდება „თეგეტა მოტორსის"თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge