png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

  • საზოგადოება
  • 24.06.2025
  • 12:40
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 5 წელზე გაწერილი მასშტაბური პროექტი რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გარემოს დაცვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისათვის.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, ლიცენზიატმა 12 რეინჯერი უნდა დაასაქმოს. პირველ ეტაპზე შერჩეულია და დაკისრებულ მოვალეობას უკვე 6 რეინჯერი ასრულებს. თითოეული მათგანი ადგილობრივი მკვიდრია.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და მოვუაროთ პროექტით გათვალისწინებულ 13 000 ჰექტარ ტერიტორიას, გავუფრთხილდეთ უნიკალურ ფლორას, ხელი შევუწყოთ წითელ ნუსხაში დაცული ცხოველების გამრავლებასა და მათ ველურ ბუნებაში გაშვებას. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. ამიტომაც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში უპირატესობა სწორედ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ენიჭებათ. ამასთან ერთად, რთული რელიეფის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რეინჯერები ტერიტორიას კარგად იცნობდნენ, მათ შორის ალპურ ზონას. ამ კუთხით ადგილობრივებს ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ექვსი რეინჯერი უკვე გვყავს. მომდევნო ექვსიც მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება“.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეინჯერები ტყეში ინტენსიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას აწარმოებენ. აკვირდებიან და ინიშნავენ ცხოველთა ნაკვალევს, კარგად იციან სხვადასხვა სახეობების ბინადრობის ადგილები. ასევე წმენდენ გზას და მონაწილეობენ ტერიტორიის მოწყობაში.

გრიგოლ კარკაძე წლების განმავლობაში მეტყევე იყო. კარგად იცნობს ველურ ბუნებას და დღეს რეკრეაციულ ფერმაში ხუთ რეინჯერს ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ დანარჩენებიც მასავით ადგილობრივები არიან და თითოეული ბილიკი ნაცნობია. მუშაობას დილის 8 საათიდან იწყებენ, ორ-ორად იყოფიან და პირველ რიგში ტერიტორიის შესასვლელებს ამოწმებენ. რეინჯერები რეკრეაციული ფერმის მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებიან. ავტოპარკი ამ დროისათვის სამ ავტომობილს, ორ ბაგსა და ამდენივე თოვლმავალს მოიცავს. რთულად მისასვლელი ადგილებისათვის კი ცხენია გათვალისწინებული. უახლოეს მომავალში რეინჯერებისათვის დაგეგმილია 6 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც სრულად კეთილმოწყობილი იქნება.

გრიგოლ კარკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ უფროსი რეინჯერი: „ჩვენს მოვალეობაშია ტყის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფოტოხაფანგების მონაცემების შეგროვება, ქვამარილის გატანა ჩლიქოსნებისთვის და ცხოველების საკვებით მომარაგება. ზაფხული დადგა და მწყემსების დასახვედრად ვემზადებით. ტრადიციულ საძოვრებზე ძოვება ჩვეულებრივად გრძელდება და საჭიროა დაცვა გარეული ცხოველებისგან, ჩვენ ამისთვისაც მზადყოფნაში ვართ. ყველაზე მთავარი კი ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის აღკვეთაა. ბაღდათი პატარა რაიონია, სადაც უმრავლესობა ნადირობის მოყვარულია, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქ, საირმეში, რეკრეაციული ფერმა ეწყობა, ეს პროცესი პრაქტიკულად  შეწყდა, რაც ძალიან გვახარებს.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ბაღდათელს ჩვენი შესრულებული კარგი საქმე სიკეთეს მოუტანს, რეგიონის სტუმრები კი უნიკალური ბუნებით დატკბებიან“.

უკვე დასაქმებულია „რეკრეაციული ფერმის“ სპეციალისტიც, რაც ბუნებრივი ეკოსისტემის მართვაზე პროფესიულ კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს. მისი ჩართულობითა და რეინჯერთა თანამონაწილეობით ტყეში საგანგებოდ განისაზღვრა ექვსი ლოკაცია და გარეული ცხოველებისათვის საკვების მიწოდება მიმდინარეობს.

ტერიტორიის დასაცავად და ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად ადგილზე განთავსებულია 25 ფოტოხაფანგი, რომლებსაც ეტაპობრივად კიდევ 15 დაემატება. ტყე და მიმდებარე ზონები 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება დრონით, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

„ფოტოხაფანგებმა უკვე დააფიქსირა გარეული ღორი, არჩვი და შვლები. ამ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სულ მალე მოეწყობა გზა ხანძარქრობისთვის, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად შევძლოთ რეაგირება. იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება ტყეში შესასვლელებში, ხოლო სიღრმეში  დამონტაჟდება აბრები ტყეში მოქცევის შესაბამისი ინსტრუქტაჟით. მაღალ მთიან მონაკვეთებამდე მისასვლელი ბილიკები კი თოვლის სრულად დნობის შემდეგ მოეწყობა. უკვე მზად არის ორი მოსასვენებელი სივრცე ტურისტებისთვის, რომლებსაც კიდევ სამი დაემატება.

ინფრასტრუქტურულ ნაწილში ასევე გათვალისწინებულია ორი არაკაპიტალური შენობის ჩადგმა ტერიტორიაზე, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისად აღიჭურვება. შედეგად, ვფიქრობთ, ადგილობრივი თუ უცხოელი  ვიზიტორები ტერიტორიაზე გადაადგილებას სრულიად უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ“, - აცხადებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი.

სამუშაოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგაც ტერიტორია ღია დარჩება ნებისმიერი მსურველისათვის. აიკრძალება მხოლოდ უკანონო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება.

მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტია. ამ დროისათვის უკვე დახარჯულია 700 000 ლარამდე თანხა. ლიცენზიატ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც საბოლოოდ გრძელვადიან ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას,  ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონისათვის დიდი ეკონომიკური სტიმული იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge