png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა

  • ბიზნესი
  • 26.06.2025
  • 18:51
Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა

19-20 ივნისს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზე Tegeta Truck & Bus-მა MAN TGX-ის გამწევები წარადგინა.

MAN-ის სატვირთო ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ქმნიან, რის გამოც საერთაშორისო გადაზიდვებისას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო MAN TGX-ის EURO 6 ემისიის მქონე გამწევი, რომლის გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, MAN-ის ახალი თაობის გამწევები 7-8%-ით უფრო ეფექტიანია. საწვავის შემცირებული ხარჯი, დაზიანების ნაკლები ალბათობა, მაღალი გამძლეობა და ტექნიკის ცვეთის დაბალი მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრები, რომლებიც, ჯამში, MAN-ის სატვირთო ავტომობილის ფლობის საერთო ღირებულებას უფრო ეკონომიურს ხდის.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოს პოტენციალი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობა. წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიას ნახევარ მილიონზე მეტი სატრანზიტო მანქანა კვეთს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია Tegeta Truck & Bus-ის როლი, რადგან ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, მათ შორის არის გერმანული MAN. გამოფენაზე სწორედ MAN-ის ორი ერთეული სატვირთო ავტომობილი წარვადგინეთ. MAN TGX-ის გამწევები გამორჩეულია მახასიათებლებით. MAN-ის ბრენდის სატვირთოების ფლობა უფრო ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს“.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. ორდღიანი გამოფენის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

Tegeta Truck & Bus ბაზარს, MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების გარდა, Top Used სატვირთოებითაც ამარაგებს, მათ  ყველა შესაბამისი უმაღლესი დონის სერვისი გავლილი აქვს ავტორიზებულ სერვისცენტრებში. Top Used ტექნიკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა  10-15 წელს შეადგენს.

ღონისძიების ფარგლებში, B2B ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-ს საშუალება ჰქონდა, სატვირთო, ლოგისტიკური თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროთი დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო MAN-ის ბრენდის ავტომობილები და ასევე ინფორმაცია მიეწოდებინა „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების შესახებ.

„თეგეტა ბიზნესი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულებაა. ის საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

„თეგეტა ბიზნესის“ პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

რაც შეეხება ფლიტ მენეჯმენტის  სერვისს, ის ითვალისწინებს ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, საუკეთესო ფასებსა და პრემიუმ ხარისხის ბრენდებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge