png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 30.06.2025
  • 17:36
Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

„თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარეობს, ახალი ინოვაციური სივრცე მომხმარებელს უკვე ელის. სრულიად განსხვავებულ გარემოში კომპანიამ სერვისი, დიზაინი და ბრენდის ისტორია გააერთიანა. შედეგად მომხმარებელი არა მხოლოდ პროდუქტის შეძენას ან მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებს, არამედ სრულიად ახალ უნიკალურ გამოცდილებას შეიძენს. 

სივრცე საბურავების უბანს მოარგეს, რომელიც ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარით არის აღჭურვილი. დიზაინერულად გააზრებული გარემო, სადაც მომხმარებელი, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, თავს ბრენდის ნაწილად გრძნობს, უკვე ოფიციალურად გახსნილია. პრეზენტაციას, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად, 120 სტუმარი ესწრებოდა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „გვინდოდა მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეგვექმნა - შეგვეთავეზებინა უფრო მეტი ვიდრე სერვისი და პროდუქტია. ასე გაჩნდა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და მულტიფუნქციურ შოურუმად გარდაიქმნება. პროექტის რეალიზაციაზე  არქიტექტურულ სტუდია Material Editors-თან ერთად ვიმუშავეთ. ამ თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხედვა - ტრადიციული ავტოსერვისის გარდაქმნის შესახებ, აისახა არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სივრცობრივადაც“.

ახალი კონცეპტუალური ზონა ინტერაქციული ინსტალაციების თანხლებით გაიხსნა, რომელზეც ხელოვანმა გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა.

საბურავებისა და ზეთის კასრებისაგან შექმნილი ნამუშევრები კი ქართული ბრენდის, „თეგეტას“ სათქმელს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა, რომელიც Cutburo-მ შექმნა. მასვე ეკუთვნოდა მაგიდა მუსიკოსისთვის, სადაც dj Nicole უკრავდა.

ინოვაციური სივრცე თანამედროვე  საექსპოზიციო გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოყენებულია მეტალისა და შუშის ფაქტურები, ნეიტრალური და თბილი განათებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს საგამოფენო ზონები, სადაც „თეგეტას“ პარტნიორი საავტომობილო ბრენდების პროდუქტები და აქსესუარებია წარმოდგენილი.

„მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა „თეგეტას“ ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც ქართველი არტისტების მონაწილეობით სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შეიქმნა. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურას. მერჩის კოლექციაში შეხვდებით მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს, რომლებზეც გამოყენებულია სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციები და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უშუალოდ ამ სივრცეში, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. ასევე, ამავე სივრცეში მალე დაიწყება „თეგეტას“ ახალი პროექტი, Podcast by Tegeta, რომელიც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე მოგვითხრობს. ის შინაარსობრივად შოურუმის კონცეფციის გაგრძელებაა“, - ამბობს თეონა კოხოძე. 

Reimagine the Ride - ამ სლოგანით წარადგინა „თეგეტამ“ კონცეპტუალური სივრცე სტუმრების წინაშე და პირველმა შეცვალა ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ბრენდის განვითარების ლოგიკური და სტრატეგიული გაგრძელებაა.

შიდა 7

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტა“ ნამდვილად პირველია საქართველოში, ვინც ავტოსერვისის გარემოს ასეთი კონცეფციით წარადგენს, სადაც ტექნიკური მომსახურება მხოლოდ პროცესის ნაწილი კი არა, მომხმარებლისთვის შექმნილი სრულფასოვანი გამოცდილებაა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Porsche Experience Center, სადაც სერვისი არ სრულდება ლოგისტიკით — ბრენდი იწყებს მომხმარებელთან ახალ ურთიერთობას და ამყარებს მასთან ემოციურ კავშირს. ჩვენი მიზანია, სერვისის გარდა, მომხმარებელს დამატებითი ღირებულებები შევთავაზოთ: გარემო, სადაც კომფორტი, ინფორმაციულობა და ბრენდთან კავშირი თანაბრად მნიშვნელოვანია“.

„თეგეტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ავტომობილების მომსახურება, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნაა.

საბურავების თანამედროვე უბანი

საბურავების ახალი უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი. ბალანსირებისათვის მაღალი სიზუსტის აპარატი გამოიყენება, რომელიც საბურავის წონით დისბალანსს მაქსიმალური სიზუსტით ადგენს.

გარდა ამისა, დაშლა/აწყობის აპარატით ნებისმიერი პროფილის საბურავების სერვისია შესაძლებელი. სისტემის სპეციალური მექანიზმები დისკს დაზიანებისგან იცავს.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - გათვალისწინებულია ოპერატორის უსაფრთხოება და ფიზიკური დატვირთვის შემცირება, რაც მომსახურებას უფრო სწრაფსა და სტაბილურს ხდის.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge