png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით

  • ბიზნესი
  • 02.07.2025
  • 13:25
Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით

გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე - გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის.  ის იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო.

ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან.

Mobil-ის მთავარი უპირატესობები

  • ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე - Mobil 1-ის ზეთები ცნობილია ხარისხით და  ძრავას იცავს ცვეთისგან, ნალექისა და ჭუჭყისგან. აქტიურად გამოიყენება ექსტრემალურ პირობებში, რადგან მას აქვს თერმული და ოქსიდაციური მდგრადობა.
  • Advanced Synthetic Technology - სრულად სინთეზური ფორმულა - Mobil 1 დამზადებულია მოწინავე სინთეზური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს, აუმჯობესებს მუშაობას მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე, იცავს ტურბო და უშუალო ინჟექტორიან ძრავებს.
  • საწვავის ეკონომია - Mobil-ის დაბალსიბლანტიანი ზეთები ამცირებს ძრავის შიდა ხახუნს, რაც უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას.

 

Mobil 1 იყო პირველი  სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდში გამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე.

აღსანიშნავია, რომ Mobil-ის სინთეზური ზეთების  გამოცდა თავდაპირველად ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რომ NASA-მ მათი ფორმულების ნაწილი საკუთარ პროგრამებშიც კი ჩართო — ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეთი სტაბილურობას მაღალი წნევის, სიცხისა და სიცივის პირობებშიც კი ინარჩუნებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Porsche-ს ყველა ახალი მოდელი ქარხნიდან გამოდის სწორედ Mobil 1-ით შევსებული ძრავით — ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ხარისხსა და ინჟინრულ სიზუსტეს.

Mobil აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ინიციატივებში,  სასაქონლო შეფუთვის გადამუშავების პროგრამებში. ბრენდის მიზანია, დამდეგი ათწლეულისთვის გახდეს უფრო ნახშირბადნეიტრალური მწარმოებელი.

Mobil-ის ძირითადი პროდუქტები

1. Mobil 1 - პრემიუმ სინთეზური საავტომობილო ზეთი, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის ძრავების, ტურბო ძრავებისა და ექსტრემალური პირობებისთვის. გამოირჩევა სისუფთავით, საწვავის ეკონომიით და ძრავას იცავს ცვეთისგან. ფართოდ გამოიყენება როგორც სპორტში (F1, NASCAR), ისე - ყოველდღიურ ავტომობილებში.

2. Mobil Super - მაღალი ხარისხის სინთეზური ან ნახევრად სინთეზური ზეთების სერია,  ხელმისაწვდომი და საიმედო პროდუქტი ავტომობილების მძღოლებისთვის. იცავს ძრავას ცვეთისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს.

3. Mobil Delvac - განსაკუთრებით რეკომენდებულია მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსების, სპეც.ტეკიქნისა და დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის. პოპულარულია ლოგისტიკის, სამშენებლო და აგრარულ სექტორებში. იცავს ძრავას მძიმე დატვირთვისა და შორ გზაზე გადაადგილების პირობებში.

4. Mobil Industrial - ინდუსტრიული ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნებსა და საწარმოო სისტემებში. მოიცავს ჰიდრავლიკური, კომპრესორის, ტურბინის ზეთებს, საპოხებს და სხვა. შექმნილია რთულ და ინტენსიურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის.

Mobil - სუპერქარების რჩეული ბრენდი

საცხებ-საპოხი მასალების წამყვან ამერიკულ ბრენდს ნდობა უკვე გამოუცხადეს მსოფლიოს ცნობილმა ავტომწარმოებლებმა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota.

Mobil 1 გამოიყენება მოტოსპორტში და არის ოფიციალური ზეთი ავტოსპორტის ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან:  Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport,  NASCAR-ის გუნდები, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შეჯიბრებებში მოპოვებული გამოცდილება გამოიყენება სამომხმარებლო ზეთების გაუმჯობესებაში.

საქართველოში ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია mobil-ს ოფიციალურად წარადგენს სომხეთსა და უზბეკეთში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge