png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს

  • ბიზნესი
  • 04.07.2025
  • 18:17
Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს

მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – „თეგეტა“ ავტოპარკის მართვაზე მიდგომას ცვლის და ბიზნესს საშუალებას აძლევს რესურსები უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს. Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანია კორპორაციულ მომხმარებელს საბურავების შერჩევისას ახალ საფასო მოდელს სთავაზობს, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს წარმოადგენს. ხარჯთეფექტურობის ფორმულა კომპანიამ ამჯერად სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე გამოთვალა.

ნიკოლოზ მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია რეალურ დანახარჯებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს არა ყველაზე იაფი, არამედ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში.

პრემიუმ ბრენდის პროდუქციის (საბურავის) გამოყენების შემთხვევაში ავტომობილს აქვს გაუმჯობესებული მართვადობა, მცირდება სამუხრუჭე მანძილი, მეტად დაცულია სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილი. დაბალი ცვეთა და ტექნიკური ხარვეზების შემცირება კი, თავის მხრივ, ნაკლებ სერვისს მოითხოვს, უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რაც სატვირთო და კომერციული ავტოპარკის მფლობელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებით წარმოებული პრემიუმ საბურავები საწვავის მოხმარებას 3-5%-ით ამცირებს.

ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივად დათვლადია – პრემიუმ ხარისხის საბურავი არა ზედმეტი ხარჯი, არამედ ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ PPK ფორმულა ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციას ერგება, რომლებსაც „თეგეტა“ ოფიციალურად წარმოადგენს, მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Continental თუ Pirelli. პროცესს უშუალოდ „თეგეტა“ წარმართავს პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერით.

გამოთვლის მიმდინარეობა მარტივი და აბსოლუტურად გამჭვირვალეა: საბურავის მონტაჟის პროცესში „თეგეტა მოტორსის“ გუნდი დეტალურად ინიშნავს სატვირთო ავტომობილის მონაცემებს, მათ შორის, გარბენს. ამის შემდეგ იწყება ყოველთვიური მონიტორინგი. ინტენსიურად მოწმდება მაჩვენებლების ცვლილება, რაც საბურავის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე გრძელდება. შემდგომ საავტომობილო პროდუქტის (საბურავის) ღირებულება იყოფა განვლილ მანძილზე და დგინდება ფასი ერთ კილომეტრზე, რაც გაწეულ ხარჯებზე ნათელ სურათს იძლევა. კომპანიაში ამბობენ, რომ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და უზუსტობის შემთხვევაში კონკურენტულ ბრენდებთან სხვაობის ასანაზღაურებლადაც მზად არიან.

კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავებული ეს მოდელი არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას, არამედ გამართული ავტოპარკის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასაც ისახავს მიზნად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge