primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

  • ბიზნესი
  • 04.07.2025
  • 20:23
„თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

გლობალურად, ყოველ 1 წუთში 1 მილიონი პოლიეთილენის პარკი გამოიყენება. მართალია, საშუალოდ, ადამიანი პარკს მხოლოდ 25 წუთის განმავლობაში იყენებს, თუმცა ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მათ მთლიანად დაშლას 100-დან 500 წლამდე სჭირდება და, სხვა არაერთ ნეგატიურ გავლენასთან ერთად, ზღვის ცხოველებს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის.

ამ გამოწვევების საპასუხოდ 3 ივლისი პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო გამოწვევას წელს „თეგეტა მოტორსი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიით შეხვდა.

კომპანიის ფილიალებში მისულ მომხმარებლებს საჩუქრად ბრენდირებული მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადაეცათ, საინფორმაციო ბროშურებთან ერთად. „თეგეტა მოტორსში“ პოლიეთილენის პარკების ნაჭრის ჩანთებით ჩანაცვლება 2019 წლიდან დაიწყო.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსში“ გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების ეფექტიანი მართვა ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გარდა ძირითადი გარემოსდაცვითი პროექტებისა, ჩვენ არაერთი CSR პროცესი გვაქვს დანერგილი საქმიანობაში. მაგალითად, წლებია, რაც „თეგეტა მოტორსში“ პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ჩვენს მომხმარებლებს მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს ვთავაზობთ. ამ წლების განმავლობაში პლანეტა 655 000-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის გამოყენებისგან დავიცავით. წელს კი განსაკუთრებული აქტივობით შევხვდით პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის დღეს და გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავზრდით ცნობიერებას და დადებით გავლენებს მოვახდენთ გარემოზე“.

პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღისთვის შექმნილი ნაჭრის ჩანთები tegeta.care-ის პარტნიორმა სოციალურმა საწარმომ „ზერო ეფექტმა“ დაამზადა. ეს არის ეკომეგობრული მაღაზია, რომელიც ყოველდღიური ნარჩენების ნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად. „თეგეტა მოტორსის“ მხრიდან კი მსგავსი პარტნიორების მხარდაჭერა პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის ნაწილია, რაც, თავის მხრივ, სოციალური მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.

პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად სწორედ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები მიიჩნევა. თუკი მსგავსი ჩანთები ბუნებაში აღმოჩნდება, სრულად იშლება. პარალელურად, ერთი წლის განმავლობაში ერთი მრავალჯერადი ჩანთის მუდმივი გამოყენებით 500-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვა არაერთ აქტივობას ახორციელებს. მათ შორის, „თეგეტას“ ოფისებსა და ფილიალებში 30-ზე მეტი მწვანე ყუთია განთავსებული, სადაც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტი ერთეული პლასტმასა გროვდება და გადასამუშავებლად ბარდება. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად კი, მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი, მათ შორის, მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები სასარგებლო რესურსებად გარდაიქმნება.

 

--

გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა, კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge