png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო

  • ბიზნესი
  • 10.07.2025
  • 19:49
AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო

ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება  HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს  უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი: „Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში „თეგეტას“ მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება.

AI-ს ეპოქაში „თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის - ეს აუცილებლობაა, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე - ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც „თეგეტას“ თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე - AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი.

ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.

ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge