png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა

  • ბიზნესი
  • 23.07.2025
  • 14:10
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა

Ichiban იაპონურად „ნომერ პირველს“ ნიშნავს - სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არსს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025-ის მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გახდა. ქართული კომპანია 2 500 დილერს შორის გამოარჩიეს და  საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ე.წ. Motor Valley-ში გაიმართა – რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება შთაგონებული იყო სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, სადაც წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.

Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იოშიჰირო ნაკატამ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, რომ „Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო სიღრმისეული ზრუნვით, თანმიმდევრულობითა და ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაიმსახურეს. ისინი გვახსენებენ, რომ მომხმარებლისთვის შესანიშნავი გამოცდილების შექმნა იწყება ერთი ადამიანით, ერთი ჩამორთმეული ხელით. მომავალი ევროპაში სწორედ ახლა იწერება და გამარჯვებული დილერები მისი თანაავტორები არიან – ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ, ხანგრძლივ ურთიერთობებს“.

მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი, მომსახურების სისწრაფე და უწყვეტი ინოვაციების დანერგვა - სწორედ ამ მიდგომამ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გუნდურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომ კომპანია არა მხოლოდ „ტოიოტას“ გლობალურ ქსელში წარმატებული დილერი, არამედ მასშტაბური ცვლილებების მაგალითი გამხდარიყო მთელი რეგიონისთვის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება იმ კულტურას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვასა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ჯილდო არის არა მხოლოდ ჩვენი პროფესიონალი გუნდის შრომის აღიარება, არამედ ჩვენი მომხმარებლების ნდობის შედეგიც – სწორედ მათთან ურთიერთობის ხარისხმა განაპირობა ჩვენი წარმატება. Ichiban-ის მფლობელობა, აღიარებასთან ერთად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას - გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ „პირველი“.

Ichiban-ის ჯილდოს გარდა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პოზიცია ევროპულ ბიზნესსცენაზე წელს კიდევ ერთმა პრესტიჟულმა აღიარებამ გაამყარა – კომპანიამ Going Beyond-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, კერძოდ, Brand & Communication-ის კატეგორიაში.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ინოვაციური ხედვის დამსახურებით. მათი მიზანი იყო ისეთი კამპანიების შექმნა, რომლებიც სცილდებოდა სტანდარტულ მარკეტინგულ ჩარჩოებს და მომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულ აუდიტორიაზე – მათი ცხოვრების სტილზე, ღირებულებებსა და მოლოდინებზე, რომლებსაც იაპონური ფილოსოფიის ელემენტები ორგანულად შეერწყა.

ამ ორ კულტურას შორის დამაკავშირებელი ხაზი კარგად გამოჩნდა როგორც ციფრულ კამპანიებში, ისე სადილერო სივრცეში მომხმარებლისთვის შექმნილ გამოცდილებაში. ყოველი აქტივობა დეტალურად იყო მორგებული მომხმარებელზე, რაც ბრენდის მიმართ ნდობის გაღრმავებასა და ძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Going Beyond“ ჯილდოს მიღება ბრენდისა და კომუნიკაციის კატეგორიაში ჩვენთვის იყო ერთდროულად მოულოდნელი და ძალზე ამაღელვებელი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი კომუნიკაცია ეყრდნობოდა ერთ ძირითად იდეას – როგორ დავუკავშიროთ იაპონური და ქართული კულტურა „ტოიოტას“ ბრენდის კონტექსტს და როგორ ვაქციოთ ეს კავშირი იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტად. თითოეული კამპანია – იქნება ეს სერვისზე ორიენტირებული, გაყიდვების მხარდამჭერი თუ ბრენდის იმიჯზე კონცენტრირებული – ვითარდებოდა ერთი თანმიმდევრული ნარატივის ფარგლებში. სწორედ ამ გზავნილის გაზიარება გვინდოდა „ტოიოტას“ გლობალური ოჯახისათვის – რომ კულტურათა ინტეგრაცია შეიძლება იქცეს ბრენდის სიძლიერედ და იდენტობის ხერხემლად“.

Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში საუკეთესო დილერებს, რომლებიც ლიდერობენ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ეს წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დადასტურებას და აჩვენებს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა კვლავ ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge