png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა

  • ბიზნესი
  • 29.07.2025
  • 15:45
Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა

Geely Center Tegeta-სთან პარტნიორობით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი განახლდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიას Geely-ს საავტომობილო ხაზის 11 ახალი ელექტრომობილი - Geely Geome გადაეცა, რაც თანამედროვე, ეკოლოგიური და ხარჯეფექტიანი სატრანსპორტო სერვისის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ფასი, ხარისხი და სანდოობა - ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა Geely Center Tegeta-ს ტენდერში გამარჯვება. კომპანიას ელექტრომობილები Geely Center Tegeta-ს შოურუმში გადაეცა.  

გიორგი შაქარაშვილი, Geely Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Geely-ს ფასისა და მახასიათებლების იდეალური სინთეზი გამოარჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოფიციალური გარანტია და წარმომადგენლობა, რომელიც ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მაღალი ხარისხის სერვისის მიღებას უზრუნველყოფს. ჩვენს კორპორაციულ პარტნიორებსა და არამარტო მათ, ვთავაზობთ გარანტიას, რომელიც მოიცავს  ბატარეებზე - 8 წლიან, ავტომობილზე კი 5-წლიან მომსახურებას.

ასევე, მინდა აღვნიშნო Geely Center Tegeta-ს სერვისის მენეჯერების კვალიფიკაცია. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სწავლებას ჩინეთში სისტემატურად გადიან. ეს პროცესი არის უწყვეტი და განსაკუთრებით პრიორიტეტული კომპანიისთვის“.

Geely Geome ახალი თაობის ელექტრომობილია, რომელიც Geely-ს მოდელებს შორის ეკონომიურობით გამოირჩევა და გაყიდვების მაჩვენებლით ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრის ლიდერია. ეს მოდელი სრული დამუხტვით 410 კილომეტრამდე სავალ მანძილს ფარავს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ხარჯეფექტიანობაც - სტატისტიკური მონაცემებით, 160 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰიბრიდთან  შედარებით, 40 ათას ლარზე მეტი დანაზოგი აქვს.

თბილისის სატრანსპორტო ქსელის ამ კომფორტული, მოქნილი და ენერგოეფექტური მოდელებით აღჭურვა არა მხოლოდ საწვავის ხარჯების შემცირებას, არამედ გარემოზე და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ნიშნავს.

ლაშა გელაშვილი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი: „11 ერთეული ელექტრომობილის შესყიდვა მდგრადი მიზნების, ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ. ჩვენ ვემსახურებით მგზავრებს და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველვყოფთ, მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს გზით. ამ სერვისების მიწოდებისათვის კომპანიის თანამშრომლებს კომფორტული და ეფექტური გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცესისა და  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოცხადდა ტენდერი, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციით Geely Center Tegeta-მ გაიმარჯვა. ავტოპარკის ელექტრიფიცირება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.

Geely Center Tegeta საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ავტომობილებს, მათ შორის როგორც ელექტრო, ისე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს, ასევე გარანტიას, გაყიდვების შემდგომ სრულყოფილ მომსახურებასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სერვისცენტრს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge