primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის "თეგეტა მოტორსთან" ერთად

  • ბიზნესი
  • 12.08.2025
  • 10:48
 მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის "თეგეტა მოტორსთან" ერთად

აგვისტო დასვენებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა მოგზაურობა რომ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, აუცილებელია ავტომობილის სათანადოდ მომზადება. სავალი ნაწილის, ფრეონისა და აკუმულატორის შემოწმება ის ძირითადი სერვისებია, რომლებიც ავტომობილმა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამ პროცესში კი გზაზე მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების თანამგზავრი "თეგეტა მოტორსი" იქნება. 

ლევან სუხიტაშვილი, "თეგეტა მოტორსის" სერვისის მთავარი ტექნიკური ოფიცერი: "ავტომობილის მომზადება და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფაა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში, როგორც წესი, შორ გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ, პირველ რიგში, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობით უნდა დავინტერესდეთ. სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - აკუმულატორზე. ის მაღალი ტემპერატურის მიმართაც ერთ-ერთი მგრძნობიარე დეტალია. ზაფხულში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე ვიზრუნოთ".

როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობაც. ამიტომ შორ გზაზე გადაადგილებამდე აუცილებელია, შემოწმდეს გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე.

"თუ ავტომობილის გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილში ფრეონის არასაკმარისი დონე შესაძლებელია არაკომფორტული გადაადგილების მიზეზი გახდეს და ძლიერ სიცხეში სალონის საკმარისი გაგრილება ვერ უზრუნველყოს. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობაზე. Როგორც წესი, ორივე ფილტრი ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც უფრო სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი", - ამბობს ლევან სუხიტაშვილი.

რაც შეეხება სავალი ნაწილის შემოწმებას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზეც. ეს ნაწილები ცვეთადია და ზაფხულში მათი შემოწმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხრუჭე სითხის კონტროლიც, რადგან, როგორც კი მისი სამუშაო რესურსი ამოიწურება, ეფექტიანობას კარგავს. ამიტომ უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.

აუცილებელია საბურავების სეზონური ცვლილებაც, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებას. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. ზაფხულის საბურავს მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია.

ავტომობილების სეზონური დიაგნოსტიკა და საჭირო დეტალების შეცვლა "თეგეტა მოტორსშია" შესაძლებელი.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge