png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს

  • ბიზნესი
  • 15.08.2025
  • 11:24
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილი მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე გარანტია იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუ მისი მონტაჟი კომპანიის გარეთ არსებულ სერვისცენტრში შესრულდა. შეთავაზება მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს - თავად აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ადგილი ავტონაწილის შეცვლისთვის; ლოკაციის მიუხედავად, ავტონაწილის ყიდვისას მიღებული „თეგეტა მოტორსის“ გარანტია მაინც შენარჩუნდება.

„თგეტა მოტორსის“ მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი ქმნის ახალ სტანდარტს საავტომობილო ინდუსტრიაში და ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსში“  მსუბუქი ავტომობილების ნაწილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი და კომპანია 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ავტომობილების ნაწილების მიმართულების უფროსი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მზად არის, შექმნას მეტი მოქნილობა და კომფორტი მომხმარებლისთვის. ამიერიდან მნიშვნელობა აღარ ექნება, სად დამონტაჟდება „თეგეტა მოტორსის“ შოურუმში შეძენილი ავტონაწილი – ჩვენს სერვისცენტრში თუ სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე – პროდუქციის გარანტია კვლავაც ძალაში რჩება.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკვე დაშლილი ჰყავს ავტომობილი სხვა სერვისცენტრში და სჭირდება, ავტონაწილი ადგილზე დაამონტაჟოს, ასეთ შემთხვევებშიც კი მას ეცოდინება, რომ „თეგეტა მოტორსი“ პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დეტალის ხარისხზე და ქარხნული წუნის შემთხვევაში ღირებულებას აანაზღაურებს. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს – საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია სრულად აგებს პასუხს რეალიზებული ნაწილის ხარისხზე“.

„თეგეტა მოტორსი“ განსაზღვრავს იმ პირობებსაც, რომლებიც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს გარანტიის გამოყენებისას. თუ კომპანიაში შეძენილი ავტონაწილი დამონტაჟდება სხვა სერვისცენტრში და შემდგომ გაირკვევა, რომ დეტალის ქარხნული წუნი გახდა მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“  მხოლოდ მეორადი მონტაჟის მომსახურების ღირებულებას გადაიხდის, თავად ნაწილი კი უფასოდ ჩანაცვლდება. თუ პირველადი მონტაჟიც „თეგეტა მოტორსში“ შესრულდა, მეორადი მონტაჟის მომსახურებაც უფასოა.

გარანტია მოქმედებს მხოლოდ ავტონაწილის ქარხნული წუნის შემთხვევაში და არა დეტალის მექანიკური დაზიანებისას. გარანტია არ მოქმედებს, თუ ავტონაწილი მწყობრიდან არასწორი მონტაჟის გამო გამოვიდა.

რაც შეეხება ვადებს, გარე გარანტიის შემთხვევაში, პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება სამთვიანი, ხოლო არაპრემიუმ ბრენდებზე - ერთთვიანი გარანტია. შიდა საგარანტიო პირობების მიხედვით კი პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება ექვსთვიანი, ხოლო არაპრემიუმებზე - სამთვიანი გარანტია.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge