primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა

  • ბიზნესი
  • 01.09.2025
  • 17:19
 „თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა

მგზავრობა მხოლოდ დანიშნულების წერტილამდე უსაფრთხოდ მისვლა არ არის — ეს პროცესი ემოციებით, პოზიტიური განწყობითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა დატვირთული. სწორედ ამ ხედვით გაერთიანდნენ „თეგეტა მოტორსი“ და TSA, რათა მგზავრობისას მომხმარებლებს ემოციურად მდიდარი, განსაკუთრებული მუსიკალური გამოცდილება შესთავაზონ.

კოლაბორაციის შედეგად სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა, რომლებიც თბილისიდან ბათუმამდე გასავლელი გზის სხვადასხვა მონაკვეთზეა მორგებული და თითოეულს თავისებურ, სახასიათო ხიბლს სძენს. ფლეილისთები შემდეგნაირად ვითარდება: ქალაქიდან გასვლას მსმენელი წყნარი მელოდიით იწყებს, რადგან შესაძლო საცობის დროს, დამამშვიდებელი ნოტები ემოციების სტაბილიზაციას იწვევს, ხოლო ავტობანზე დინამიკური, რიტმული მუსიკა მგზავრობის ენერგიასა და განწყობას ამაღლებს.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მრავალი წელია, არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისებსა და ავტომობილების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ ქმნის დამატებით ღირებულებას, რომელიც მგზავრობას სრულფასოვან გამოცდილებად აქცევს. TSA-სთან პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზაფხულის სეზონის ჯადოსნურ ხიბლს — დროს, როდესაც სიხარული, თავისუფლება და ახალი თავგადასავლები ერთად იღვიძებს.

ამ ინიციატივის მიზანი იყო, მგზავრობა მომხმარებლისთვის ერთდროულად კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესი ყოფილიყო, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ფლეილისთები გზასა და მუსიკას შორის სრულ ბალანსს ქმნის და ამტკიცებს, რომ მოძრაობა მხოლოდ დანიშნულების წერტილამდე მიღწევა არაა — ეს ემოციური, შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი პროცესია“.

ფლეილისთების სერია მრავალფეროვანია. პირველ ორ მათგანში უფრო მეტად ქართული თემატიკა დომინირებს, ხოლო მესამე სერიაში, მოგზაურობის განწყობის შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა სცენის ნამუშევრებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანში მუსიკის თანმიმდევრულობა ისეა გათვლილი, რომ მელოდიამ ადეკვატურ დროს აამაღლოს მგზავრობის ემოციური ფონი და საბოლოოდ, საერთო ჰარმონიულობის შესანარჩუნებლად, დრამატურგიული დაღმასვლით დასრულდეს.

TSA, როგორც ინოვაციური მუსიკალური პლატფორმა, ამ პროექტში საკუთარი გამოცდილებითა და ხედვით ჩაერთო. პლატფორმა TSA 2019 წელს ქართული მუსიკის სიყვარულით შეიქმნა. მისი მთავარი მისია ქართული მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და სტილის გაერთიანება, ინდუსტრიის წევრების კონსოლიდაცია და ციფრული საცავის შექმნაა, რომელიც მსმენელს მელოდიების სამყაროში ამოგზაურებს. TSA-ს მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ ქართული მუსიკა მხოლოდ ვიწრო წრეში კი არ დარჩენილიყო, არამედ ფართო მასშტაბით გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

TSA-ს გუნდში ამბობენ, რომ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობა მათთვის ძალიან ღირებული და დროული აღმოჩნდა, რადგან პლატფორმა ძირითადად ე.წ. „ფანდინგის” მოდელზე მუშაობს და ფინანსური მხარდაჭერა მათთვის ერთგვარი გამოწვევაა. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ აქცენტი  მუსიკალურ სიღრმესა და ხარისხზე გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დრამატურგიას, მუსიკალურ გადასვლებსა და შინაარსობრივ კომპოზიციას, რათა მგზავრობის ყოველი მომენტი მსმენელს მუსიკასთან სინქრონიზაციაში შეეგრძნო. TSA-ს ხედვით, მოგზაურობის დროს სწორად შერჩეული მუსიკა სივრცის დეკორაციას ჰგავს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში დროს ახალ დიზაინს ანიჭებს და ალამაზებს მას.

„თეგეტა მოტორსი“ და TSA ერთობლივად სთავაზობენ მომხმარებლებს ახალ, ემოციებით დატვირთულ გამოცდილებას, სადაც გზა იწყება უსაფრთხოებით, მაგრამ მუსიკა და განწყობა მას უფრო სრულფასოვანსა და დასამახსოვრებელს ხდის. პროექტი ხაზს უსვამს ქართული მუსიკის მრავალფეროვნებას, საერთაშორისო პოტენციალსა და ინოვაციურ მიდგომას, რომლის საბოლოო მიზანი მომხმარებლისთვის უსაფრთხო მგზავრობის პროცესის სრულყოფაა.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge