primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife

  • ბიზნესი
  • 02.09.2025
  • 13:19
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife

30 Porsche, 75 მონაწილე და ერთი დიდი ოცნება, რომელიც „პორშე ცენტრი თბილისმა“ რეალობად აქცია. გერმანიის, აიფელის მთიან რეგიონში მდებარე Nürburgring Nordschleife, მსოფლიოს ყველაზე ლეგენდარული და რთული ტრასა, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის დაიხურა.  

Nürburgring Nordschleife 1927 წელს გაიხსნა, ის მსოფლიოში დღემდე ყველაზე საშიშ და რთულ სარბოლო ტრასადაა ცნობილი. მისი სიგრძე 20.8 კილომეტრია, გზა 150-ზე მეტი მოსახვევითა და მკვეთრი სიმაღლის ცვლილებით გამოირჩევა. განსაკუთრებული სილამაზისა და სირთულის გამო შოტლანდიელმა პილოტმა ჯეკი სტიუარტმა მას Green Hell („მწვანე ჯოჯოხეთი“) უწოდა. Nordschleife-ზე დამყარებული რეკორდები დღეს ინჟინერიის მთავარი საზომია, ყველა სპორტული ავტომობილი — მათ შორის Porsche-ს ახალი მოდელები აქ გადის „გამოცდას“. Green Hell - ლეგენდა, რომელიც ახლა უკვე ქართველი  ენთუზიასტებისთვისაც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

პროექტის იდეა 2023 წელს გაჩნდა, თუმცა ტრასის დახურვა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული Nürburgring Nordschleife, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში სრულად დატვირთულია  FIA-სა და Nürburgring-ის საერთაშორისო ღონისძიებებით. „პორშე ცენტრ თბილისს“ ტრეკის დაქირავების შესაძლებლობა 2025 წლის 15 აგვისტოს მიეცა. Nürburgring ისტორიაში პირველად დაიხურა მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის. ეს გახლავთ ფაქტი, რომელსაც თავად Nürburgring-ის წარმომადგენლებმა „უნიკალური“ და „უპრეცედენტო“ ღონისძიება უწოდეს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Nürburgring-ის დახურვა „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გამორჩეული ეტაპია — ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდისა და Porsche-ს ქართველი საზოგადოების უნიკალურ შესაძლებლობებს. ჩვენ შევძელით, საქართველოდან საერთაშორისო მასშტაბის  ინოვაციური გამოცდილება შეგვექმნა. პროექტს უზარმაზარი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენი მომხმარებლების, ისე Porsche-ს გლობალური ოფისის მხრიდან - მათ აღიარეს, რომ საქართველომ Porsche-სთვის ახალი სტანდარტი შექმნა.

ოცნებები რეალობად იქცევა, „პორშე ცენტრი თბილისი“ კი მუდამ თქვენ გვერდით იქნება - ეს არის ჩვენი გზავნილი ქართველი ენთუზიასტებისთვის. ამ გზაზე გადამწყვეტია Porsche Central and Eastern Europe-ის მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათი ნდობა და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, პროექტები გლობალური სტანდარტებით განვახორციელოთ.

ჩვენი ამბიციაა, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდეს ამინდის შემქმნელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში. Nürburgring 2025 მხოლოდ დასაწყისია — წინ გველის ახალი, თამამი და ინოვაციური პროექტების ეპოქა. და ჩვენ მზად ვართ, ეს გზა პირველებმა გავხსნათ“.

თუმცა გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. „პორშე ცენტრი თბილისმა“ დამოუკიდებლად, პროექტის სრულ ორგანიზებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. საქართველოდან 30 Porsche სპეციალური ავტომზიდებით გერმანიაში გადაიყვანეს. ღონისძიება მოიცავდა როგორც თეორიულ ტრენინგებსა და სერტიფიცირებულ პროგრამას, ისე პრაქტიკულ სესიებს პროფესიონალი ინსტრუქტორების მხარდაჭერით. მონაწილეებს რბოლამდე ტრასის ყველა სპეციფიკური და რთული მონაკვეთი შეასწავლეს.

 „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი“ - ასე აფასებს „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ხოსროშვილი Nürburgring Nordschleife-ის დახურვას.

„გამარჯობა, გვინდა Nordschleife დავხუროთ მხოლოდ Porsche-სთვის, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის“. - ამ წინადადებით იწყებოდა წერილი, რომელიც  ტრეკის მენეჯმენტს მივწერეთ... და წარმოიდგინეთ, მართლა დავხურეთ! ეს იყო ოთხი დაუვიწყარი დღე, სადაც ოცნება რეალობად იქცა.

ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და  უნიკალური გამოცდილების შექმნა შევძელით. პროექტი „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა -  ამას ადასტურებს უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ როგორც მონაწილეებისგან, ისე Porsche Global-ისგან.

გუნდის დაუღალავმა შრომამ, ფიზიკურმა თუ გონებრივმა რესურსმა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ქართული საავტომობილო ინდუსტრიის ცნობადობა გაზარდა და მას მსოფლიო მასშტაბით სრულიად ახალი სახე შესძინა“, - ამბობს თამარ ხოსროშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, Manthey Racing-მა, Nürburgring-ზე დაფუძნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სარბოლო გუნდმა, ქართველ ენთუზიასტებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ, როგორ ხდება ავტომობილების მომზადება და გაძლიერება რბოლისთვის. ამან გლობალურ Porsche Motorsport-ის ეკოსისტემასთან ქართველი მონაწილეების კიდევ უფრო დაახლოება უზრუნველყო. ეს გახლავთ გამოცდილება, რომელიც ამ დრომდე ყველასთვის მიუწვდომელი იყო.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge