primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს

  • ბიზნესი
  • 05.09.2025
  • 18:00
80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს

80-მდე პროექტი, 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია და 70-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია - ასეთია „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგები. ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს, რომელიც 5 სექტემბერს აღინიშნება, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები შეაჯამა. უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა - ეს არის მისია, რომლის საფუძველზეც Tegeta.care შეიქმნა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც  სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ - 2022-2025 წლებში, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, 80-მდე პროექტი განვახორციელეთ, რომლებსაც, ჯამში, 5 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტები კი მრავალმხრივია და საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, ქალთა გაძლიერების, საგზაო უსაფრთხოების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და სხვა არაერთი მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს“.

Tegeta.care-ის პარტნიორებს შორისაა საქველმოქმედო ფონდები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ხანდაზმულების, ქალებისა და ბავშვების მხარდამჭერი ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, მიუსაფარი ცხოველების უფლებებზე მომუშავე ცენტრები, საგანმანათლებლო პროექტები, გოგონათა საფეხბურთო კლუბები და მრავალი სხვა. 

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი“: „Tegeta.care-ის პლატფორმით ერთ სივრცეში გავაერთიანეთ საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, ისეთი ინიციატივები, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც საზოგადოებისა და კომპანიების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. Tegeta.care, როგორც პროექტი, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და სისტემური მიდგომით ვიზრუნოთ უკეთესი გარემოს შექმნაზე.

პროექტი, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით შეიქმნა. ვეცადეთ, სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეებად გვექცია როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე ნებისმიერი სხვა პირი. გარდა დონაციის შესაძლებლობისა, წლების განმავლობაში, Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად,  არაერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივაც განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ვაჩვენეთ“.

Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგად 45-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და აღიჭურვა ტექნიკით, 40-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 10 სტუდენტი გოგო დაეუფლა ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და გრაფიკული დიზაინი, კომპანიამ მხარი დაუჭირა 450 ხანდაზმულსა და ონკოლოგიური დაავადების მქონე 100-მდე ბავშვს, გაძლიერდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის, „თეგეტას“ სტიპენდიატი ქალი ფეხბურთელები, დაირგო 3 000 ხე და მწვანე პროექტებში ჩაერთო 300-ზე მეტი მოხალისე და თანამშრომელი, 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები და შეიქმნა მათთვის უკეთესი პირობები, განხორციელდა ათობით პროექტი გარემოზე ზრუნვის, საგზაო უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მიმართულებით და სხვა.

სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის საკუთარი პლატფორმა 2022 წელს საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების გარშემო ადამიანების გაერთიანების მიზნით შექმნა. პლატფორმა Tegeta.care უნიკალური შესაძლებლობაა როგორც „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, ისე საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge