png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება

  • ბიზნესი
  • 08.09.2025
  • 17:35
World EV Day -  ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება

A day to convey EV positivity -  ამ გზავნილის გარშემო, 9 სექტემბერს,  მსოფლიო უკვე მეექვსედ ერთიანდება. გლობალური ინიციატივის მიზანი  გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ელექტრომობილების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. საერთაშორისო ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც გარემოზე ზრუნვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად მიმართულებად აქცია. კომპანია წელსაც არაერთ აქტივობას გეგმავს.

9 სექტემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებსა და აკუმულატორებზე განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლებს Bridgestone-ის „ტურანზა 6-ზე“ 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. რაც შეეხება აკუმულატორებს, Macpower-ის, Varta-ს, Energizer-ის, Exide-ის, Monbat-ისა და FIAMM-ის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, World EV Day -სთან დაკავშირებით, ელექტრომობილებზე სავალი ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ შემოწმდება, ხოლო  თანმდევი სერვისის  საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.

თათია ხორბალაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. CSR სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემისიების შემცირება, რაც პირდაპირ უკავშირდება ელექტროტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა — ერთი მხრივ, ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებასთან, Tegeta Cars-სთან ერთად წლებია ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში, ვზრუნავთ დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცხადია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ყველა გლობალურ ინიციატივაში, ვცდილობთ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მუდმივად გავაუმჯობესოთ ელექტრომობილების ფლობის გამოცდილება. ამ დღეს, ელექტრომობილების ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. გვიხარია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანს ელექტრომობილებზე აკეთებენ“.

World EV Day-სთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ საკუთარ მომხმარებელს ფოტოკონკურსიც შესთავაზა. აქტივობაში ჩართვა Tegeta Community-ს ფეისბუქ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. კონკურსის ფარგლებში, მათ თავიანთი ელექტრომობილების ფოტოები ჯგუფში უნდა განათავსონ.  გამარჯვებული VOLVO-ს სრულად ელექტრო ავტომობილის, EX30-ის ორდღიან ტესტდრაივს მიიღებს საჩუქრად.   

გლობალური მასშტაბით, ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებითა და წარმოების ხარჯების შემცირებით. მსხვილი ავტომწარმოებლები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით ამოიღონ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები.

International Energy Agency-ს პროგნოზით,  2030 წლისთვის გლობალური ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 245 მილიონს მიაღწევს. 2035 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 525 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ გზებზე მოძრავი ყოველი ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge