png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

  • საზოგადოება
  • 23.09.2025
  • 16:39
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს.

საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.

ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის" მარკეტინგის მენეჯერი: „ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო - ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე.

„საირმეს რეკრეაციული ფერმისთვის“ პრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართ „ჰერიოს“ გვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.

„ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით „ჰერიომ“ მოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლ „ჰერიოს“ ხელმძღვანელი: „ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს - ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“.

ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge