primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვისთვის THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო

  • ბიზნესი
  • 02.10.2025
  • 16:15
„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვისთვის THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო

ინოვაციური ხედვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნომინაციაში Customer Centric Automotive Company კომპანიამ THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია პერუში, კუსკოს ისტორიულ ქალაქში გაიმართა, სადაც THE BIZZ Awards-ის 20 წლის იუბილე აღინიშნა და საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია გაიმართა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „აღნიშნული ჯილდო მომხმარებელზე ორიენტირებულობის, უწყვეტი ინოვაციებისა და გუნდური მუშაობის მკაფიო დასტურია. გვახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება აღიარებს ჩვენს მიდგომებს, რაც კომპანიის პრესტიჟულობას აჩვენებს. ჯილდო დამატებითი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ სერვისის განვითარებისთვის; თანამშრომელთა უწყვეტ განათლებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ.

ჩვენი ძირითადი მიზანი უცვლელია — გვსურს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ მასზე ორიენტირებული მომსახურება; იგრძნოს კომფორტი და იცოდეს, რომ ჩვენი სერვისები შექმნილია სწორედ მისი საჭიროების შესაბამისად.

მიღებული ჯილდო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მომხმარებლებს ისეთ გამოცდილებას ვთავაზობთ, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს“.

THE BIZZ Awards-ის აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტა მოტორსის“ წამყვან როლს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ეს გამარჯვება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი ბრენდის გლობალური ხედვა, შექმნას ახალი პარტნიორული კავშირები WORLDCOB-ის საერთაშორისო ქსელში და წარადგინოს ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე.

THE BIZZ Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. დაჯილდოების ღონისძიება World Confederation of Businesses (WORLDCOB)-ის მიერ 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 120-ზე მეტი ქვეყნის კომპანიებს აერთიანებს. აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, ინოვაციებით, ლიდერობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით.

WORLDCOB-ის შეფასების კომიტეტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და კომპანიებს აფასებს ბიზნესლიდერობის, მართვის სისტემების, პროდუქტების, სერვისების ხარისხის, ინოვაციების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების მიხედვით. გამარჯვებულის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებში მაღალი ქულებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ THE BIZZ Awards განსაკუთრებულად იშვიათ და ღირებულ აღიარებად მიიჩნევა, რომელიც ადასტურებს კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესმიდგომას.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge