png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს

  • საზოგადოება
  • 03.10.2025
  • 14:58
AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს. AgriPreneur Sprint მიზნად ისახავს დამწყები, მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ბიზნესიდეების რეალიზებას.

პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები 8-კვირიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლიან, საუკეთესო გუნდები კი მონაწილეობას გააგრძელებენ 6-კვირიან პროგრამაში Farm-to-Market Sprint. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე. პროგრამის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალი იდეები საქმედ იქცევა და ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესგადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გამოცადონ.

გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მეწარმეებმა რეალურ გარემოში განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები. AgriPreneur Sprint მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ მენტორების მხარდაჭერა და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი ინოვაციური იდეები ბაზარზე წარმატებით რეალიზდეს.

ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემას შორის მყარ კავშირს აყალიბებს, რათა ადგილობრივმა სტარტაპებმა ახალი შესაძლებლობების რეალურად გამოყენება შეძლონ.

პროგრამა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის მესაქონლეობაზე, რძის პროდუქტების წარმოებაზე, მეფუტკრეობასა და თევზჭერაზე, რაც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მრავალმხრივ განავითარონ“.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე მართავენ მცირე აგრობიზნესს. შერჩევის შედეგად 10-12 გუნდი იმუშავებს პროფესიონალ მენტორებთან, გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ჩაერთვება საველე ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებში.

ირაკლი სვანიძე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „საირმეს რეკრეაციულ ფერმასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეების პოტენციალის გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას ემსახურება.

ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სტარტაპ კულტურა. გვსურს, აღნიშნული პარტნიორობა იქცეს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ექნებათ შანსი, გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.

ხედვა ასეთია – სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იქცეს განვითარების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცედ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება“.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს ინვესტორებს, დარგის ექსპერტებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს წარუდგენენ. ეს იქნება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და გარემოსდაცვით მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მისი მისია მხოლოდ ფერმერული საქმიანობით არ შემოიფარგლება. AgriPreneur Sprint ნათლად აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას – სწორი პარტნიორობა, პროფესიონალური მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.

პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge