png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Back to Tegeta - „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის ტექნიკური შემოწმების ახალ კულტურას ამკვიდრებს

  • ბიზნესი
  • 06.10.2025
  • 12:07
Back to Tegeta - „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის ტექნიკური შემოწმების ახალ კულტურას ამკვიდრებს

შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც გზებზე მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება - სკოლა, სამსახური, ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში ხშირი გადაადგილება, რა დროსაც ავტომობილის საიმედოობა და გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსი“ ზუსტად ამ საჭიროებას პასუხობს ახალი ინიციატივით - Back to Tegeta, რომელიც მიზნად ისახავს მძღოლების ცნობიერების ამაღლებასა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის ახალ სტანდარტად ჩამოყალიბებას.

„თეგეტა მოტორსის“ საინფორმაციო აქტივობა მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება - ავტომობილის შემოწმება უნდა განიხილებოდეს როგორც აუცილებელი პროცედურა არა მხოლოდ გრძელ გზაზე წასვლამდე, არამედ დაბრუნების შემდეგაც, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და გამართულობა ყოველდღიური გადაადგილებისას.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „Back to Tegeta-ს ინიციატივა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის გაძლიერებას. დროული პრევენცია არა მხოლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აუმჯობესებს მანქანის რესურსს, არამედ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკებს და ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს ყველასთვის.

მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ავტომობილი რთულ პირობებში გადაადგილდება - ცხელ ამინდში, მტვრიან გზებზე ან რთულ რელიეფზე, იზრდება კონკრეტული ნაწილების დაზიანებისა და ცვეთის რისკი. სწორედ ამიტომ Back to Tegeta ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ ქალაქიდან გასვლამდე შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილი, არამედ დაბრუნების შემდეგაც დავრწმუნდეთ, რომ საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, განათება და სხვა დეტალები გამართულია, რათა ზაფხულის მოგზაურობის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს მომზადებულები შევხვდეთ“.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა საგანმანათლებლო და საინფორმაციო მესიჯების დახმარებით, შემდგომ კი მისი გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.

აქტივობის მთავარი ვიზუალური ელემენტი სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლია, რომელიც ზაფხულის უღრუბლო პერიოდსა და ქალაქის დატვირთულ ცხოვრებას შორის ავლებს პარალელს და კიდევ ერთხელ გამოყოფს მთავარ გზავნილს - ავტომობილის შემოწმება არ არის მხოლოდ რეკომენდაცია, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილია.

Back to Tegeta „თეგეტა მოტორსის“ ხედვის ნათელი გამოვლინებაა - კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ის აყალიბებს სისტემურ მიდგომებს, რომლებიც საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პრევენციის, ისე გრძელვადიანი სერვისის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც „თეგეტა მოტორსი“ კიდევ ერთხელ იმყარებს ლიდერის პოზიციას ქართულ საავტომობილო ბაზარზე.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge