png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Energizer-ის აკუმულატორი – ამერიკული სანდოობა და ინოვაცია

  • ბიზნესი
  • 07.10.2025
  • 15:44
Energizer-ის აკუმულატორი – ამერიკული სანდოობა და ინოვაცია

გამძლეობა, ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიები - სწორედ ამ უპირატესობების გამო ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. ბრენდი მსოფლიოში აკუმულატორების ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ კომპანია CLARIOS-ს ეკუთვნის და ის მომხმარებელს არაერთ უპირატესობას სთავაზობს. საქართველოში Energizer-ის ოფიციალური დისტრიბუტორია „თეგეტა მოტორსი“.

Energizer-ის უპირატესობები

  • საიმედო სასტარტო სიმძლავრე (Cold Cranking Amps – CCA), რაც უზრუნველყოფს სწრაფ დაქოქვას ნებისმიერი ამინდის პირობებში;
  • არ საჭიროებს რეგულარულ სერვისებს (მაგალითად, წყლის დამატებას) – ჰერმეტულად დახურულია და მარტივია მისი ექსპლუატაცია;
  • გამძლე კონსტრუქცია – კარგად უმკლავდება რთულ გზებსა და ინტენსიურ ექსპლუატაციას;
  • ბრენდს აქვს მოდელების ფართო არჩევანი: სტანდარტული ავტომობილებისთვის, SUV-ებისთვის, სატვირთოებისთვის და Start-Stop სისტემის მქონე მანქანებისთვის.

მოწინავე ტექნოლოგიები

Stamped Grid Technology – Energizer-ის აკუმულატორები იწარმოება Stamped Grid Technology-ს გამოყენებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც ამცირებს ენერგომოხმარებას და CO2-ის ემისიებს. ასევე იცავს კოროზიისგან და ახანგრძლივებს ექსპლუატაციის პერიოდს.

AGM (Absorbent Glass Mat): განკუთვნილია Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილებისთვის. უზრუნველყოფს ექსპლუატაციის 3-ჯერ მეტ პერიოდს, მაღალ სასტარტო დენსა და ჰერმეტულობას, რაც საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს.

EFB (Enhanced Flooded Battery): თხევადი ელექტროლიტის მქონე აკუმულატორი, რომელიც უკეთ უძლებს ღრმა განმუხტვას, სწრაფად იმუხტება და ეფექტიანად მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურაშიც კი.

ისტორია და რეპუტაცია

Energizer-ის ისტორია იწყება 1896 წლიდან, როდესაც პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. მას შემდეგ ბრენდი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტს და იცავს ეკოლოგიურ სტანდარტებს.

დღეს Energizer არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გარემოზე ზრუნვას. მისი გამძლე კონსტრუქცია, მაღალი სასტარტო სიმძლავრე და AGM/EFB ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედო მუშაობას ნებისმიერ პირობებში.

ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა, პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე  032 2 264444 დარეკვით არის შესაძლებელი. Energizer-ის აკუმულატორები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge -ზეც.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge