png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დღეს ქართული არტილერია 24 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • თავდაცვა
  • 15.03.2016
  • 18:15
დღეს ქართული არტილერია 24 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს ქართული არტილერია 24 წლის იუბილეს აღნიშნავს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საიუბილეო ღონისძიება სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.

თავდაცვის მინისტრმა არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„არტილერისტებს მინდა მივულოცო პროფესიული დღე. აქაც, ამ ბრიგადაშიც, როგორც ხონში, იმართება ღონისძიება და მინდა, აქედან შევეხმიანო II საარტილერიო ბრიგადის მთელ შემადგენლობას, მეთაურს, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო; ქვეყანას არ დასჭირვებოდეს მათი სამსახური, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მთელი ამ 24 წლის განმავლობაში, თავგანწირვით და მხედრული მამაცობით გვერდში დაუდგებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მადლიერები ვართ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც, სწორედ, ამ საარტილერიო ბრიგადებიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ყველა ომში, რომელიც საქართველომ გადაიტანა და კვლავ იმედიანად ვართ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ოფიცრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვეს. მათ ვიცე-პოლკოვნიკ დავით გვალიას, მაიორებს - გოჩა დავითაძეს, ზურაბ რუსიშვილს, იოსებ ყაჯრიშვილს და კაპიტან ბესიკ მჟავანაძეს საშტატო იარაღები გადასცეს. დღესვე, არტილერისტებს გენერალური შტაბის უფროსის, აღმოსავლეთის სარდლისა და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის სახელით მადლობა გამოუცხადეს.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, სტუმრებთან ერთად, ბრიგადის შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ვაზიანის I საშუალო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge