primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე

  • ბიზნესი
  • 13.10.2025
  • 17:07
ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე

ფინანსურ მაჩვენებლებსა და კრეატიულ იდეებს შორის ბალანსი - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ელენკა კოხრეიძემ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ღონისძიება Reinvent 2025 სომხეთში Renderforest-ის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის დღის წესრიგი განსაკუთრებულად დატვირთული იყო და ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბრენდის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ურთიერთობის (CX) გაუმჯობესება, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობისთვის.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ბიზნესსფეროში ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპანიებს უწევთ არჩევანის გაკეთება ROI-ს (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) მკაცრ შედეგებსა და კრეატიულ მიდგომებს შორის. მარკეტინგი, რომელსაც ROI ვერ მოაქვს, ფუჭია და, ამავდროულად, უხილავია კრეატიულობის გარეშე. რეალურად, ROI და კრეატიულობა უნდა მოვიაზროთ არა როგორც ერთმანეთის კონკურენტები, არამედ როგორც პარტნიორები, რადგან სინამდვილეში მათი სინერგია ქმნის გრძელვადიან წარმატებას. ROI გვიჩვენებს ბიზნესის წინსვლას, კრეატიულობა კი აყალიბებს ბრენდის ძლიერ და ხანგრძლივ იდენტობას მომხმარებელთა ცნობიერებაში“.

საერთაშორისო ფორუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 2 000-ზე მეტ სპეციალისტს. ღონისძიება იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მეწარმეები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ ბიზნესის განვითარების მომავალზე, ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „Reinvent 2025-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გამეზიარებინა ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის, არამედ მომესმინა სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერის ხედვები, გამოწვევები და წარმატების ისტორიები.

ღონისძიებაში მონაწილეობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები, სადაც იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განხილვა პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის განვითარებისა და ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებისთვის“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია მარკეტინგში არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენცია, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რისთვისაც მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge