primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა

  • ბიზნესი
  • 15.10.2025
  • 18:52
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა

„თეგეტამ“ დედაქალაქის ავტოპარკის განახლების მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა. ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ, Tegeta Truck&Bus-მა, თბილისის მუნიციპალიტეტს გერმანული წარმოების, MAN-ის ბრენდის, საერთო ჯამში, 200 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა. ავტობუსები ქალაქის მერიას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გათვალისწინებით მიეწოდა.

MAN Lion's City 18C-ის მოდელის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსებით თბილისის მოსახლეობა უკვე არაერთ მარშრუტზე გადაადგილდება.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით  დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია და მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ. გერმანულ ავტოგიგანტთან, MAN-თან, მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა, რომ თბილისისთვის ავტობუსების წარმოება პრიორიტეტულ საკითხად გვექცია. შესაბამისად, ავტობუსების მიწოდება დათქმულ ვადაზე ადრე შევძელით. დღეს ჩვენს ქალაქში გადაადგილდებიან ზუსტად ისეთივე მოდელის ავტობუსები, როგორებიც, მაგალითად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.  

აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ავტობუსით მომარაგებას არ ითვალისწინებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ქარხნულ, ისე გახანგრძლივებულ გარანტიას, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, ჩვენი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მექანიკოსები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სერვისცენტრებში ავტობუსებს სრულ სერვისს უწევენ“.

„თეგეტას“ საგანგებოდ გადამზადებული მექანიკოსები რამდენიმე ბაზაზე არიან გადანაწილებული. უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. თვის ჭრილში „თეგეტას“ მომსახურე პერსონალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ ავტობუსებს 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ სერვისს უწევს. სამუშაოებისას გამოიყენება თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა სრულად გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრონ.

მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Truck&Bus-ის გუნდის წევრები ყოველწლიურ სწავლებას გადიან. მათ შორის არიან მექანიკოსები, სერვისისა და სექტორის მენეჯერები, ელექტრიკოსები და თითოეულ აგრეგატზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ პერსონალი, გამოცდილებასთან ერთად, თანამედროვე ცოდნით არის აღჭურვილი.

საქალაქო ტიპის უახლესი MAN Lion's City 18C-ს ტიპის ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი. სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.

MAN Lion's City 18C-ს შემოყვანა გარემოსდაცვითი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ 2016-17 წლებში CNG ძრავით აღჭურვილი ტრანსპორტის გამოჩენა თბილისში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ამჯერადაც სწორედ გარემოზე ზრუნვა სახელდება. ახალი თაობის MAN -ის 18-მეტრიანი ავტობუსები მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა.

თუმცა ეს არ არის ბოლო გაჩერება გერმანული ავტოკონცერნისთვის. MAN ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, ევროკავშირის მასშტაბით, ელექტრობუსებით მომარაგების კუთხით. სამომავლოდ, ვფიქრობთ, თბილისშიც მალე დადგება ეს საჭიროება და როგორც MAN-ის ექსკლუზიურ დილერს საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, ელექტრიფიკაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგათ“.

„თეგეტა“ 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში. ამასთანავე, 2023 წელს ჰოლდინგის საქმიანობა ამ მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გასცდა. „თეგეტა“ ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge