primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა

  • ბიზნესი
  • 24.10.2025
  • 11:44
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა

Tegeta Truck & Bus-მა MAN-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიება რეგიონული კლასტერის, დუბაის, ფარგლებს პირველად გასცდა და „თეგეტას“ ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში თბილისი გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლობების შეკრებისა და გამოცდილების გაზიარების მთავარ ცენტრად იქცა. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ MAN-ის მიუნხენისა და დუბაის სათავო ოფისის წარმომადგენლები.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინოვაციებს, გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობას MAN-ის გლობალურ ქსელში. დილერებს საშუალება აქვთ, ავტოტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გაიღრმაონ და გააზიარონ ცოდნა. მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.

მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ ამ შესაძლებლობების ეპიცენტრია. ის ფაქტი, რომ ტრადიციული შეკრების ადგილი, დუბაი, სწორედ Tegeta Truck & Bus-მა და თბილისმა ჩაანაცვლა, ჰოლდინგისთვის აღიარება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.  ვფიქრობთ, ეს მაღალი ნდობისა და მსოფლიო ბრენდთან, MAN-თან მჭიდრო პარტნიორობის შედეგია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება“.  

სამდღიანი კონფერენციის მთავარი ფოკუსი ვორქშოფები იყო. ძირითადი აქცენტი გერმანული ბრენდის პროდუქციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციებსა და კონკურენტებთან მიმართებით მის უპირატესობებზე გაკეთდა. ჩამონათვალში იყო ასევე გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიები, მარკეტინგული აქტივობები და მიღწევები ინოვაციების კუთხით.

პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი გეზის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია A სტანდარტი აქვს მინიჭებული.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „TG Sales and Product Training-ი MAN-ის დილერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და საამაყოა, რომ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ჩვენს სივრცეში შეიკრიბნენ.

მასპინძლობის სურვილი, ბუნებრივია, არაერთ წარმომადგენელს ჰქონდა, თუმცა არჩევანი „თეგეტაზე“ გაკეთდა. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა როგორც გაყიდვების, ისე სერვისის თუ მარკეტინგული აქტივობებით, რისთვისაც გასულ წელს დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური ჯილდოც გადმოგვეცა.

წელს  ჩვენი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს საოპერაციო ლიზინგისა და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გავუზიარეთ. ამავე დროს მსგავსი ტექნიკური თუ თეორიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრებისთვის. პროცესებში უშუალო ჩართულობა ზრდისა და კიდევ უფრო განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

ვფიქრობთ, კონფერენცია წარმატებით დასრულდა და მყარი საფუძველი გვაქვს, რომ სამომავლოდ MAN-ის კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, საერთაშორისო გაყიდვების ღონისძიების გასამართად მოვემზადოთ“.

უკვე 20 წელია, „თეგეტა ჰოლდინგი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ქართულ ბაზარზე მსხვილი ბრენდის შემოსვლა ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯი იყო. 

ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია Tegeta Truck & Bus-მა კი საქმიანობა, 2000-იანი წლების დასაწყისში, MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო და წლებთან ერთად კომერციული ავტოტრანსპორტის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა. 

ამ დროისთვის TTB გერმანული წარმოების თანამედროვე სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების დილერია საქართველოში. ტენდერის ფარგლებში, კომპანიამ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ი -ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს  სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge