primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა

  • ბიზნესი
  • 07.11.2025
  • 12:38
„თეგეტა მოტორსი“  Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა

„მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა“ - „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამჯერად პრესტიჟული კონკურსის, Customer Centricity World Series Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება, რომელიც დუბაიში გაიმართა, მსოფლიოს წამყვან კომპანიებს აერთიანებს; იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიმართულებით ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკას ნერგავენ. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონკურს Customer Centricity World Series 2025-ზე „თეგეტა მოტორსის“ წარმატების საფუძველი გახდა პროექტი Customer-centered Central Branch - ინიციატივა, რომელმაც კომპანიის ცენტრალური ფილიალი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ფლაგმანად აქცია. პროექტის მიზანი იყო სერვისის თითოეული ეტაპის გამარტივება და პერსონალიზება, ისე რომ პროცესი უფრო სწრაფი და გამჭვირვალე გამხდარიყო. ტრანსფორმაცია მოიცავდა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე კულტურულ ცვლილებებს: განახლდა მომხმარებელთა ზონები, ასევე დაინერგა თანამედროვე CRM სისტემა და შევიდა ცვლილებები საოპერაციო პროცესებში.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „თეგეტა მოტორსისთვის“ აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ საერთაშორისო აღიარება არ არის. ეს შინაგანი კულტურის ნათელი გამოვლინებაა. მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველდღიური პრაქტიკაა.

კიდევ უფრო საამაყო კი ის არის, რომ ეს ჯილდო ცენტრალური ფილიალისთვის მივიღეთ. ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ „თეგეტა მოტორსის“ ეს გამორჩეული ფილიალი მეტად განვავითაროთ და მომხმარებელთა ყველა საჭიროება გავითვალისწინოთ. ეს ჯილდო კი კიდევ უფრო მეტი სტიმულია, რათა განვითარების ეს გზა უწყვეტად გავაგრძელოთ“.

Customer Centricity World Series 2025-ის კონკურსის ორგანიზატორი ARCET Global იყო, პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც მომხმარებელზე ზრუნვა ბიზნესის მთავარ ფილოსოფიად აქციეს.

წელს კონკურსში 32 ქვეყნის 92 კომპანიიდან 211 განაცხადი შევიდა, ხოლო გამარჯვებულები 150-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით გამოვლინდნენ. „თეგეტა მოტორსი“ ევროპას ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად წარმოადგენდა, როგორებიცაა: Schneider Electric, Saudia, Caja Arequipa და Showdown Displays.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც „თეგეტა მოტორსში“ ვიღებთ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ - გავამარტივოთ მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება, უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და შევქმნათ ბრენდის მიმართ ნდობის ძლიერი საფუძველი. მომხმარებელზე ზრუნვას ვიწყებთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის „თეგეტა მოტორსში“ შემოვა და ფილიალის დატოვების შემდეგაც ვაგრძელებთ.

ცენტრალური ფილიალის ტრანსფორმაცია, ახალი პროცესები, CRM სისტემა და მუდმივი უკუკავშირის ჩარჩო აყალიბებს ერთიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელზე ზრუნვა იყოს რეალური, პრაქტიკული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. გვახარებს, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება ჩვენს მიდგომებს აღიარებს“.

Customer Centricity World Series 2025 დუბაიში წელს მეექვსედ გაიმართა და მსოფლიოს მასშტაბით ის კომპანიები გამოარჩია, რომელთაც, დარგის ექსპერტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნაში.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge