png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და მოემზადე ზამთრისთვის - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday -ს კვირეული იწყება

  • ბიზნესი
  • 21.11.2025
  • 15:13
ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით და მოემზადე ზამთრისთვის - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday -ს კვირეული იწყება

„თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელსაც საავტომობილო სერვისებისა და პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფილიალების ფართო ქსელი აქვს, black friday-ს კვირეულისთვის ემზადება. 25 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინონ და ზამთრის სეზონს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მომხმარებლის საჭიროებაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ჩვენი მთავარი მიზანია - მაღალი ხარისხის მომსახურებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ამ კონცეფციით დავგეგმეთ შეთავაზებების წლევანდელი კვირეულიც. მასშტაბური აქციის ფარგლებში ავტომფლობელები შეძლებენ, „თეგეტა მოტორსის“  პარტნიორი ბრენდების პროდუქცია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ. იქნება ეს აკუმულატორები, ზეთები, სამუხრუჭე სისტემები თუ საბურავები.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი იყო, ვინც მსოფლიო ბრენდთან, Bridgestone-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და ამით საგზაო კულტურაში მეტი უსაფრთხოების დანერგვას შეუწყო ხელი. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი შეთავაზებებით საუკეთესო ხარისხის საავტომობილო პროდუქცია - მეტად ხელმისაწვდომი, სერვისები კი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებელს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მოვემსახუროთ“.

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინპლატფორმებზე, მათ შორის არის „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაც, რაც პროცესს დამატებით ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო პროდუქცია სასურველ დროს, მისთვის მოსახერხებელ გარემოში შეიძინოს. სხვადასხვა ტიპის აქციები „თეგეტა მოტორსის“ სრულ საავტომობილო ასორტიმენტს შეეხება. კომპანია საქართველოში წარმოადგენს 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს.

black friday-ს კვირეული საუკეთესო დროა ავტომფლობელებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე სანდო მწარმოებლების პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინონ და უსაფრთხო ზამთრისთვის სათანადოდ მოემზადონ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge