png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday-ს კვირეული დაიწყო

  • ბიზნესი
  • 25.11.2025
  • 13:00
40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday-ს კვირეული დაიწყო

25 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს. ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით კომპანიის ყველა ფილიალში, რომლებიც მსუბუქ ავტომობილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ემსახურებიან. კვირეულის ფარგლებში ფასდაკლებები დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიისა თუ აპლიკაციის მომხმარებლებს. 

 

 

 

ფილიალებში 25-29 ნოემბრის ჩათვლით:

ყველა საავტომობილო პროდუქტზე 40%-იანი ქეშბექი.

•    ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს ღირებულების 40% „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე უბრუნდება. 
•    ქეშბექი მომენტალურად სრულდება და მომხმარებელს შეუძლია, დაზოგილი თანხა დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მათ შორის ნებისმიერი სერვისის მისაღებად (ზეთის შეცვლა, დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და სხვა

აპლიკაცია და Tegeta Shop: 25 ნოემბრიდან - 1-ელი დეკემბრის ჩათვლით

25%-იანი ფასდაკლება პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე

მრავალფეროვანი არჩევანი, მარტივი ნავიგაცია და სწრაფი შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად - აქციით ისარგებლებენ „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ციფრული სერვისების გამოყენებისას. ავტომფლობელები შეძლებენ, ონლაინ შეარჩიონ და შეიძინონ ისეთი გლობალური ბრენდების პროდუქცია, როგორებიც არიან: Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental, Varta, Energizer, Shell, Mobil, Petronas და სხვა საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხარისხის ეტალონად მიიჩნევიან. 

რატომ ახლა? - ზამთარი იწყება

ზამთრის სეზონისათვის მანქანას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან - 1-ელ მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დაშვებული.

Black Friday-ს შეთავაზებები სწორედ ის დროა, როდესაც მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეუძლია, მოამზადოს ავტომობილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

რატომ "თეგეტა მოტორსი"? 

•    მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით;
•    საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი;
•    თანამედროვე დანადგარები სერვისში;
•    გამოცდილი მექანიკოსები და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი. 


თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge