primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია

  • ბიზნესი
  • 04.12.2025
  • 16:40
CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მესამე წელია, იმარჯვებს კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ამჯერად კომპანიამ აღიარება მოიპოვა ნომინაციაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“. ჟიურიმ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინიციატივები გამოარჩია, რომლებიც  საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით 2024-2025 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი იყო.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ნარჩენების ეფექტიანი მართვა „თეგეტასთვის“ არ არის მხოლოდ პარალელური აქტივობა - ეს არის ჩვენი ბიზნესის ყოველდღიური, განუყოფელი ნაწილი. კომპანია უკვე წლებია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც სწორედ გარემოზე ზრუნვაა.

აღიარება, რომელიც „თეგეტამ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ“.

ინიციატივებმა, რომლებიც „თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ერთობლივად განახორციელეს, შეამცირა საავტომობილო ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, ხელი შეუწყო რესურსების გადამუშავებას და საზოგადოებას მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი CSR სტრატეგია სწორად არის გაწერილი და რეალური შედეგები აქვს, რომლებიც როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერად აქტივობებად არ დარჩეს და კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყოს.

არასოდეს გვავიწყდება „თეგეტას“ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი - ჩვენი თანამშრომლები. მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა ქმნის იმ კორპორაციულ კულტურას, რომელიც კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში უწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორმხრივი პროცესები - ბიზნესის მხრიდან სისტემური მიდგომა და თანამშრომელთა ჩართულობა გახდა ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას და ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა“.

ჰოლდინგთან დაკავშირებულმა კომპანიამ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9 მლნ კგ საბურავი, 1.88 მლნ კგ აკუმულატორი და 854 000 კგ ზეთი. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა „თეგეტას“ ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია.

ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს შორისაა კამპანია - „არ გადაყარო-ჩააბარე!“ - რომელმაც თბილისსა და ქუთაისში მოქალაქეებს საშუალება მისცა, გამოყენებული ნარჩენები ჩაებარებინათ, აგრეთვე, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ბაკურიანში შეგროვდა და გადამუშავდა 30 000 საბურავი.

თანამშრომელთა ჩართულობით, შიდა ეკოკულტურის განვითარების ფარგლებში კი „მწვანე გამოწვევის“ მეშვეობით 1 500 კგ ქაღალდი შეგროვდა, რითაც 170 ხე გადაურჩა მოჭრას, ხოლო ძველი ბანერები „ბრენდ ადამიანთან“ პარტნიორობით ეკომეგობრულ ჩანთებად გადაკეთდა.

„თეგეტას“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რომელიც CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჰოლდინგის ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მსგავსი ყოველწლიური აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის მდგრად, თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით.

კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ 170-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში კი გამარჯვებული პროექტი „თეგეტა მოტორსი x თეგეტა გრინ პლანეტი: ნარჩენების მართვის ინიციატივები“ გახდა. მონაწილეები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge