png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა

  • ბიზნესი
  • 26.12.2025
  • 15:28
260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
  • სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB)
  • ემისია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა

ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) წარმატებით განათავსა. ემისიის მოცულობა 260 მილიონი ლარია. საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ეს ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული SLB ობლიგაციების პირველი შემთხვევა და ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი - 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.

ემისიის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტოა. ეს ნაბიჯი ნათლად ადასტურებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც გამოცდილი და მაღალი სანდოობის მქონე კორპორაციული ემიტენტის, ძლიერ პოზიციას. ამასთანავე, ასახავს ჩვენს სტრატეგიულ ხედვას - განვავითაროთ ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც SLB სტანდარტებს შეესაბამება და საერთო ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს.

მივყვებით ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას და ვაგრძელებთ ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, აძლიერებს ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას და ამყარებს ჩვენს ლიდერ პოზიციას რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფინანსური ინსტრუმენტები არა მხოლოდ ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და, ამასთან ერთად, ხსნის ახალ შესაძლებლობებს კერძო სექტორისთვის, მით უფრო საავტომობილო სექტორში“.

ემიტენტის მიერ აღებული ვალდებულებების ჩარჩო დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციით მომზადდა. მკაფიოდ გაწერილი მიზნები პროსპექტით გათვალისწინებულ ვადებში უნდა შესრულდეს. მდგრადი ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ პასუხისმგებლობას იღებს: შექმნას სრულად დაბალემისიანი ბიზნესმოდელი, ასევე SLB ემისიით მობილიზებული თანხის ნაწილი ლიზინგისა და ფლიტ-მენეჯმენტის მიმართულებების განვითარებაზე დახარჯოს, რაც საქართველოსა და სომხეთში ავტოპარკების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ეკომეგობრული, ჰიბრიდული და ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილის ზრდას უზრუნველყოფს. ამასთანავე, „თეგეტა“ ვალდებულია, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარება შეუფერხებლად განაგრძოს.

ლესლი ბეარმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: „მოხარულები ვართ, „თეგეტასთან“ პარტნიორობის გაღრმავებით. 2023 წელს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოვუშვით საქართველოში პირველი მწვანე ობლიგაციები ლარში, და ახლა მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციები ლარში. ეს ტრანზაქცია არა მხოლოდ მწვანე ტრანსპორტს ავითარებს; ლარში გამოშვებით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაღრმავებაში და ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს დეკარბონიზაციასთან შესაბამისი ინვესტიციებისთვის კავკასიის რეგიონში“.

მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები „თეგეტა ჰოლდინგმა“ თიბისი კაპიტალთან და გალტ & თაგარტთან პარტნიორობით გამოუშვა. ტრანზაქციის იურიდიული მრჩევლები BLC და Dentons იყვნენ.

გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. 260 მილიონ ლარამდე მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის.

ეს ტრანზაქცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და წამყვანი ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი მასშტაბური, გრძელვადიანი ინსტრუმენტების შეთავაზებისთვის მზად არის. „თეგეტა“ კვლავ ამყარებს პოზიციას, როგორც აქტიური ემიტენტი, ხოლო ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ბაზრისადმი ნდობასა და განვითარების მზარდ პოტენციალზე ნათლად მიუთითებს“.

მდგრადობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციას „თეგეტა“ თიბისი კაპიტალთან ერთად უკვე მეორედ ახორციელებს. 2023 წელს საფინანსო ინსტიტუტი „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ემისიის მხარდამჭერი იყო.

ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი: „თიბისი კაპიტალსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად უკვე 600 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული. ბოლო, 260 მილიონი ლარის, ფასიანი ქაღალდების ემისია ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ. ხაზგასასმელია, რომ ეს მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციაა, რომელიც ლარშია დენომინირებული - მსგავსი ტრანზაქციების მხარდაჭერა თიბისი კაპიტალისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებამ საქართველოში შექმნა რეალური შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური მოცულობის დაფინანსება მოიზიდონ”.

ქართული კაპიტალის ბაზარზე „თეგეტამ“ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. კომპანიის პორტფელშია ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოშვება. 2023 წელს კი, საავტომობილო სექტორში, რეგიონის მასშტაბით პირველად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და ავტოსფეროში ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პრინციპების დანერგვას შეუწყო ხელი.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge