primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს

  • საზოგადოება
  • 30.12.2025
  • 17:52
საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-განვითარება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 4-მილიონიანი პროექტის ფარგლებში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში დათევზიანების მორიგი ეტაპი განხორციელდა. სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, მდინარეში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000-მდე ქვირითი ჩაეშვა. დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ისტორიული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბუნებრივი ეკოსისტემის გაძლიერებასა და ადგილზე თევზის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მდინარისა და ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების აღდგენა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უწყვეტად ვაგრძელებთ სამუშაოებს და ამჯერად დათევზიანების მეორე ეტაპი დავასრულეთ. მდინარე წაბლარასწყალში კალმახის ქვირითის ჩაშვება გრძელვადიანი, გააზრებული პროცესის ნაწილია და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ საირმის, როგორც ეკოტურისტული კურორტის, განვითარებას“.

დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე ლოკაციაზე მეორედ ჩატარდა, რაც აპრობირებული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ეფექტიანი მეთოდია. ასეთი პრაქტიკა ზრდის კალმახის გადარჩენის მაჩვენებელს, უზრუნველყოფს მათ უკეთეს ადაპტაციას გარემოსთან და მდინარეში სტაბილური პოპულაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, განმეორებითი დათევზიანება კონკრეტულ მონაკვეთზე საშუალებას იძლევა, პროცესის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასდეს და ეკოსისტემის აღდგენა მდგრადი მიდგომით წარიმართოს.

მდინარეში ქვირითის ჩაშვება იმერეთის რეგიონში მიმდინარე ისტორიული პროექტის მხოლოდ ნაწილია. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ განვითარებასა და კეთილმოწყობაზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. პრიორიტეტი საირმეში კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. ამ მიზნის მისაღწევად, უპირველესად, უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო. ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები ერთი წლის წინათ დაიწყო. ამჟამად 13 000 ჰექტარი ტერიტორია 24/7-ზე თერმული კამერით აღჭურვილი დრონებით კონტროლდება. ტყეს საგანგებოდ გადამზადებული 12 რეინჯერი იცავს. მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

სხვადასხვა ზონაში დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი. ყოველდღიურად ნაწილდება საკვები გარეული ცხოველებისთვის, მოწყობილია სპეციალური სამარილეებიც.

ასევე ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.

საბოლოოდ, ერთწლიანი სამუშაოების ფარგლებში 900 000 ლარია დახარჯული. 5-წლიანი პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 4 მილიონი ლარია.

უახლოეს გეგმებშია ფერმამდე მისასვლელი და, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა. ასევე შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება მათ არ ეზღუდებათ და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge