primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 16.02.2026
  • 13:40
Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა

150-მდე დელეგატი 40-მდე ქვეყნიდან - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ იმპორტიორთა ბიზნესკონფერენციას, ისტორიაში პირველად, საქართველოში უმასპინძლა. ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეცხრედ გაიმართა, გასული წლის შედეგები შეაჯამეს და შვედური ბრენდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.

ბიზნესკონფერენცია არის Volvo Cars-ის რეგიონული იმპორტიორებისა და პარტნიორების შეხვედრა, რომლის მიზანია სტრატეგიული პრიორიტეტების განხილვა, შედეგების შეფასება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Excellence Club Award-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გლობალურად Volvo Cars-ის იმპორტიორებს შორის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აფასებს. შეფასება 20-მდე კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორისაა: ბაზრის წილი, გაყიდვების ზრდის ტემპი, მომხმარებელთა გამოცდილება, სერვისის ხარისხი, ინოვაციების დანერგვა და გლობალურ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ გასულ წლებში ეს ჯილდო უკვე სამჯერ მოიპოვა, რაც რეგიონის სტაბილურ ლიდერობას ადასტურებს და მოწმობს, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებსა თუ მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.

მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „საქართველო მასპინძელი ქვეყნის როლისთვის ჩვენი ძლიერი შედეგებისა და ბაზრის განვითარების თანმიმდევრული დინამიკის საფუძველზე შეირჩა. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ კავკასიის რეგიონი „ვოლვოს“ გლობალურ არქიტექტურაში პროგრესული, ზრდის პოტენციალის მქონე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

კონფერენციის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონი არა მხოლოდ შედეგებით, არამედ გამჭვირვალობითა და პარტნიორული მიდგომითაც აკმაყოფილებს ბრენდის სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს კონფერენციის ფარგლებში განხილული ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების სწრაფ ადაპტაციას, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და ბრენდის გამოცდილების გაუმჯობესებას წარმომადგენელ ქვეყნებში.

ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში გამართვა, ქვეყნის როლის გაძლიერებისა და ქართული კულტურის გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანია სიმბოლური დატვირთვითაც - როგორც რეგიონული ჰაბისა და საიმედო პარტნიორის. ეს კი დადებით გავლენას ახდენს ბრენდის განვითარებაზეც და საავტომობილო სექტორის სრულყოფაზეც“.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, კონფერენციის ფორმატით, სტრატეგიულ დისკუსიებს დაეთმო, მათ შორის, ელექტრიფიკაციის ტემპებს, ტექნოლოგიების განვითარებას, მდგრადობის ინიციატივებსა და რეგიონულ ადაპტაციას. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე იმპორტიორები დასახელდნენ. სწორედ „ვოლვო ქარ კავკასია“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც კავკასიაში Volvo-ს პირველი VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციის შოურუმი გახსნა - 2023 წელს საქართველოში. ამას მოჰყვა კიდევ ერთი VRE შოურუმი აზერბაიჯანში, წელს კი სომხეთში არსებული სადილეროს განვითარებაა დაგეგმილი, სადაც ამავე კონცეფციის შოურუმი გაიხსნება.

Volvo Cars EMEA-ს 3-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სტუმრებისთვის ქართული კულტურის გაცნობას. პროგრამა მოიცავდა თბილისის ისტორიულ ტურს, ასევე, ტრადიციული ქართული ცეკვისა და პოლიფონიური მუსიკის წარდგენას, რაც, კულტურული გაცვლის პარალელურად, ბიზნესურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა იყო.

წლევანდელი ბიზნესკონფერენცია სრულად „ვოლვო ქარ კავკასიის“ გუნდის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება არა მხოლოდ ბიზნესშეხვედრაა, არამედ საქართველოს, როგორც სტაბილური, ინოვაციური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრის, პოზიციონირების საშუალება. კონფერენცია ხელს უწყობს Volvo-ს ბრენდის გაძლიერებას კავკასიაში, ამასთანავე, რეგიონულ და გლობალურ დონეზე კომპანიის შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge