primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა

  • ბიზნესი
  • 17.03.2026
  • 19:09
Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-მა პრემიუმ კლასის სატვირთო ავტომობილი და ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი სერვისები წარადგინა. ღონისძიება საქართველოში მეორედ გაიმართა და უკვე ჩამოყალიბდა რეგიონში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

Tegeta Truck & Bus-მა წლევანდელ გამოფენაზე გერმანული MAN-ის ახალი თაობის TGX უნაგირა საწევარა წარადგინა, რომელიც ენერგოეფექტიანობით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და მძღოლის კომფორტზე ორიენტირებული ტექნოლოგიებით გამოირჩევა. მოდელი დაახლოებით 8%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ოპერაციული ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სატვირთო ავტომობილი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემებით, მათ შორის ზოლიდან გადასვლის კონტროლის შესაძლებლობით, ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ტექნოლოგიებით. ეს შორ მანძილზე გადაადგილებისას, რისთვისაც ძირითადად მსგავსი ავტომობილი გამოიყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორში სატვირთო ავტომობილი მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ბიზნესის ინსტრუმენტია და არა უბრალოდ გადაადგილების საშუალება. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც მხოლოდ ტექნიკის რეალიზაციით არ შემოიფარგლება – ვცდილობთ, შეთავაზება მომხმარებლის კონკრეტულ ბიზნესსაჭიროებებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ პრემიუმ ბრენდებთან, როგორიცაა MAN და Renault Trucks, ვთანამშრომლობთ და ვპოზიციონირებთ, როგორც გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკის სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უწევს მხარდაჭერას.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან აქ წარმოდგენილი არიან სწორედ ის კომპანიები, რომლებიც სატვირთო და სადისტრიბუციო ტექნიკას ყოველდღიურად საჭიროებენ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი შეთავაზებები – იქნება ეს ახალი ან სერტიფიცირებული მეორადი სატვირთოები, ტექნიკური მომსახურება, ფინანსური ინსტრუმენტები თუ ავტოპარკის მართვის გადაწყვეტილებები – უშუალოდ მათ გავაცნოთ“.

გამოფენის ფარგლებში Tegeta Truck & Bus-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს კომპანიაში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტექნიკისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. მათ შორის გააცნეს მეორადი პრემიუმ ტექნიკის პროგრამები – MAN TopUsed-სა და Renault Trucks-ის სერტიფიცირებული სატვირთოები, რომლებიც ავტორიზებულ სერვისცენტრებში სრულ შემოწმებას გადის.

ტექნიკის გაცნობის გარდა, Tegeta Truck & Bus-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღონისძიების სტუმრებისთვის „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების, მათ შორის Fleet Management-ის სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჰოლდინგის ეს მიდგომა კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის სრული სიცოცხლის ციკლის მართვას გულისხმობს – ტრანსპორტის შერჩევიდან ტექნიკურ მომსახურებამდე, ოპერაციული ხარჯების ანალიზამდე და ეფექტიანობის მონიტორინგამდე.

ამ მოდელის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ავტოპარკის მართვის სრული სერვისი – ტექნიკის მიწოდება, რეგულარული მომსახურება, ექსპლუატაციის მონიტორინგი და ფინანსური ინსტრუმენტები, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ოპერაციული პროცესები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ძირითად საქმიანობას მეტი დრო და რესურსი მოახმაროს.

მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა „თეგეტა ბიზნესის“ კიდევ ერთ შეთავაზებას - Price Per Kilometer. ეს არის ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსიცაა.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ ტექნოლოგიებსა და ბიზნესგადაწყვეტებს ეცნობიან. ღონისძიების მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, პოტენციალის წარმოჩენაა, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე – Tegeta Truck & Bus, რომელმა გამოფენაში მეორედ მიიღო მონაწილეობა და მსგავსი ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვა.

--

საქართველოში გერმანულ ბრენდს MAN-ს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge